• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: დადასტურებული ინფორმაციით, ზელენსკის განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ზურაბ ადეიშვილთან, აინტერესებს მისი კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან და თემურ ალასანიასთან

ალია ავტორი - ალია
14:45 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,058

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ზურაბ ადეიშვილთან“. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს ადეიშვილის კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან.

„არანაირი “პარანოია” უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდა, როდესაც ერთი მეორის მიყოლებით გაათავისუფლა თანამდებობებიდან უშიშროების სამსახურის უფროსი ივანე ბაკანოვი და ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. უშიშროების შეფი მოხსნილია კონკრეტული ფორმულირებით: “სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება, რასაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი ან შეუქმნა წინაპირობა ამ მძიმე შედეგების დადგომას”.

არანაკლებად სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომები დაუდეს ბრალად გენერალურ პროკურორს. გარდა ამისა, დადასტურებული ინფორმაციით, ზელენსკის განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ირინა ვენედიქტოვას თანაშემწე ზურაბ ადეიშვილთან, კერძოდ აინტერესებს მისი კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან და სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის მიმართ რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირების შესახებ აშშ-ს კონგრესში წამოწეული შეკითხვების შემდეგ, ეს არის ანალოგიური ეჭვების კიდევ ერთი ფაქტი, ამჟამად ზურაბ ადეიშვილთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო პროცესები იწყება და ალბათ, მალე ადეიშვილი უკრაინაში ვეღარ გაექცევა საკუთარ “საქციელს”- წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved