• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ჩაივლის უკანასკნელ პროფესიათა წარმომადგენლების პერფორმანსები და საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს

ალია ავტორი - ალია
12:23 12-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
823

“მთელი საქართველო ელოდება პრემიერ-მინისტრის მიერ წელს დაანონსებული განათლების სფეროს მასშტაბური რეფორმირების დაწყებას. იმედია, ეს პროცესი არა მხოლოდ დაიწყება, არამედ დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით წარიმართება“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ მოწყობილ საპროტესტო მსვლელობებს აფასებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების პერფორმანსების შემდეგ საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს.

„ჩაიარა გაფიცულ დიზაინერთა მარშმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად, თავის 2025 წლის გაზაფხულ/ზაფხულის კოლექციებში აღარ გამოიყენებენ რუსული „ტრიკოლორის“ ფერების ქსოვილებს და ამას რამენაირად უნდა შევეგუოთ. გაიფიცა საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის 0,55% – და ესეც ყურადსაღებია. მნიშვნელოვანია და ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიძახი, დაახლოებით ასეთივე პროცენტული მაჩვენებლის მქონე სტუდენტების თუ პროფესორების წუხილის გათვალისწინება, ვინაიდან პრობლემები არსებობენ, ოღონდ მათ პიროტექნიკით ვერ დაამარცხებ.

ჩაივლის უკანასკნელ პროფესიათა წარმომადგენლების პერფორმანსები და საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს. ჩემსავით მთელი საქართველო ელოდება პრემიერ-მინისტრის მიერ წელს დაანონსებული განათლების სფეროს მასშტაბური რეფორმირების დაწყებას. იმედია, ეს პროცესი არა მხოლოდ დაიწყება, არამედ დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით წარიმართება.

ყველაფერი იწყება სკოლით, თუკი ოჯახით, სამწუხაროდ, ვეღარ იწყება. თუკი ვეღარ იწყება ეკლესიით, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის მხრიდან პასიური, ხოლო არცთუ პატარა ნაწილის მხრიდან – ღია დაცინვის, ზიზღის, სიძულვილის, შეურაცხყოფისა და იგნორის ობიექტი ხდება. ანუ, ეს უმნიშვნელოვანესი სფეროც მოსაწესრიგებელია. ოღონდ როგორ და რანაირად – ეკლესიის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევით.

რისი თქმა მინდა…პიროტექნიკის გამოყენებით ბრძოლა კი „გამარჯვებით“ დასრულდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გამარჯვება. დაყოფილი ოჯახების პირობებში, საახლობლოში გაჩენილი გაუცხოების და შეუთავსებლობის ფონზე, სტიგმებისა და სიცრუის ერთობლივი (!!) დამარცხების გარეშე ეს მუდმივი „სეისმოაქტიური“ ფაზები არსად გაქრება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved