• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ალია ავტორი - ალია
16:21 06-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე.

„ვემზადებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი მიიღო. ამჟამად, კომისია განიხილავს 2 დოკუმენტს, ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებათა პაკეტი, რომელთა დამტკიცების შემდგომაც მარეგულირებელი ჩარჩო სრულად იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის. აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ახალი ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ათვისებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გახსნეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved