• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით გარეჯის საქმეზე დღეს გელა ბეჟუაშვილს გამოკითხავენ

ალია ავტორი - ალია
10:33 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს დღეს გამოკითხავენ. ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში 13:00 საათზეა დაბარებული.

საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობის საქმეზე გამოძიება ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ წარდგენილი მოცულობითი მასალების საფუძველზე დაიწყო. რუკებთან ერთად, ბიზნესმენის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები სხვადასხვა სახის დოკუმენტებსაც მოიცავს. მათ შორის არის 2007 წლის 30 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ინტერვიუ, რომელიც მან აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა. შეკითხვაზე, რამდენად მართებულად მიიჩნევს ბეჟუაშვილი, რომ საქართველომ მოითხოვოს თავისი წმინდა ადგილები, რომელიც მაგალითად, საქართველოს ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ყოფილი მინისტრის პასუხი ასეთია:

„ეს საკითხის არასწორი ხედვაა. არ არის საჭირო არავისთვის არაფრის გადაცემა. მონასტრის ძირითადი ნაწილი გორაკის ქართულ ნაწილზეა. არავინ დავობს იმაზე, რომ მონასტრის დარჩენილი კელიები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ დავა არ არის. საუბარი მიდის ინტერესების გათვალისწინებაზე. ქართული მხარისთვის – ესაა ამ კელიებზე წვდომის მიღება. აზერბაიჯანული მხარისთვის-ესააგანსაზღვრულ სიმაღლეებზე კონტროლის შენარჩუნება. ჩვენ გაგებით ვეკიდებით აზერბაიჯანის ინტერესებს“,- აღნიშნავს ბეჟუაშვილი საქმის მასალებში არსებულ ინტერვიუში.

იქიდან გამომდინარე, რომ დავით გარეჯის მიმდებარე და საზღვრის სხვა მონაკვეთებზე სადავო სადემარკაციო კომისიის 2006-2007 წლებში მიღებული შეთანხმებაა, სავარაუდოდ ამ პერიოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ ბეჟუაშვილს. გელა ბეჟუაშვილი ქვეყნის საგარეო უწყებას სწორედ ამ წლებში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved