• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დავინახე, ჩემი ხელი ჩემს ფეხებთან ეგდო“ – სალომე გოგიშვილის ტრაგიკული დღე

ალია ავტორი - ალია
10:46 12-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„შორენას ეფექტში“ 5 წლის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სალომე გოგიშვილი იხსენებს და ტრაგიკულ დღეს დეტალურად იხსნეებს.

სალომეს თქმით, რკინის ჯებირთან შეჯახების შემდეგ დაინახა, როგორ ეგდო მისი ხელი ფეხებთან, თუმცა ამის გააზრება მხოლოდ საავადმყოფოს კედლებში შეძლო.

​„ერთ წვიმიან საღამოს სამსახურიდან გამოვედი, მივდიოდი სახლში და სახლის მაგივრად თვალი რეანიმაციაში გავახილე. ყურში გამუდმებით მესმოდა სიტყვა ამპუტაცია. ვიგრძენი რომ ფეხის თითები გავამოძრავე, შევხედე ხელს და მომეჩვენა რომ ორივე ადგილზე მქონდა, ერთი მარლით მქონდა შეხვეული. ექიმს ვკითხე, ხელი მომაჭერით მეთქი? ექიმმა თავზე ხელი გადამისვა, სალომე, ხელი მოგკვეთეთ მაგრამ გადარჩი და ახლა ეს არის მთავარიო.

წვიმაში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შევასკდით რკინის ჯებირს, საჭეს თავი დავარტყი და მძღოლის მხარეს გადავვარდი. ღვედი არ მეკეთა, ზუსტად ამან გადამარჩინა. ან შუაზე გამჭრიდა ეს რკინის ჯებირი, ან თავი არ მექნებოდა.

თავი რომ ავწიე, მახსოვს როგორ დავინახე ჩემი ხელი ჩემს ფეხებთან ეგდო. ვგრძნობდი ცხელი სისხლის სუნს და გემოს. ნელ-ნელა უკვე ვითიშებოდი. მქონდა ტვინის შერყევა და ლავიწის ძვალი გატეხილი. გონება სასწრაფოს მანქანაში დავკარგე, კარგად მახსოვს, ექიმებს ვეუბნებოდი – მე უნდა გადავრჩე, მყავს 2 შვილი. ისიც მახოვს, ასაკიც ვუთხარი და სისხლის ჯგუფიც. ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ სისხლის გემოს და სუნს. ადამიანების სახეებს ვერ ვხედავდი და ვერ ვაცნობიერებდი რა მჭირდა“, – ჰყვება სალომე გოგიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved