ადვოკატი ზვიად კორძაძე:
,,მთელი საღამოა ვწერ და ვშლი, უფრო და უფრო აგრესიული ხდება ტექსტი. ამიტომ კითხვა უნდა დაგისვათ ყველას:
ხუთიათასამდე ფეისბუკ მეგობარი მყავხართ, თითოეულ თქვენგანს ასევე ყავს ფეისბუკ მეგობრები.
ძირითადად რასაც ვხედავ, ყველა აღშფოთებული შეშფოთებული, შეძრწუნებული ვართ.
რამდენი ვართ, ვისაც, მაგალითად საღამოს, ყოველგვარი მოთხოვნის, მეგაფონის, გამოსვლის, ლიდერის და გულზე მჯიღის ცემის გარეშე, პოლიტიკური პრიორიტეტების და განსხვავებულობის მიუხედავად შეგვიძლია შევიკრიბოთ ერთი საათით მდუმარედ, პირბადეებით, პანდემიის რისკების შექმის და გაზრდის გარეშე. დავდგეთ თვალებში შევხედოთ ერთმანეთს. დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს და დავიშალოთ. მივხედოთ ისევ ჩვენ გადაუდებელ საქმეებს, მნიშვნელოვან შეხვედრებს, ბიზნეს ლანჩებს და კონფერენციებს.
უბრალოდ ამ მდუმარებით ვთქვათ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, არ ბნელა და არავის არაფრის არ ეშინია.
იქნებ მართლა მარტო ფეისბუკზე ვამხნევებთ ერთმანეთს, იქნებ ძალადობაა არსებობის ფორმა ამ ქვეყანაში?
ყველა ფეისბუკ მეგობარს გთხოვთ მიპასუხეთ ამ კითხვაზე?
მე ხვალ და ზეგ ლექციებზე უნდა შევიდე და მომავალ თაობას უნდა ვუთხრა, როგორ გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება, სახლში შვილს უნდა ვურჩიო რა ქნას, დაბრუნდეს უცხოეთიდან, როცა სწავლას მორჩება?
გვიანია, ზოგი ამ ტექსტს დილით წაიკითხავთ. გთხოვთ, არ გამიტაროთ ეს პოსტი. არის მომენტი, როცა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა ყველაფერი შენს გარშემო!!!”
კომენტარები