• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავაძინოთ ჩვენში ლომი და გავაღვიძოთ მელა..ანუ როგორ აღარ უნდა “ვიცხოვროთ მონობაში?” – ქირურგი, მედიცინის დოქტორი გიორგი გაბუნია

ალია ავტორი - ალია
16:51 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

ქირურგი, მედიცინის დოქტორი გიორგი გაბუნია, სოციალურ ქსელში წერს:

“ეს არის ჩემი, როგორც რიგითი ქართველის პოზიცია ამ ეტაპზე… ამ მომენტში…

უკვე საკმაოდ ხშირად გაისმის ჩვენი ომში ჩართვის მოწოდებები რუსეთთან  “ნახევრადღია” თუ ღია კონფრონტაციის  ან “უმკაცრესი სანქციების” გზით.

ჩემი თაობის ქირურგებს გვახსოვს ომი, რომელმაც ჩვენ  ფსიქიურად დაგვაავადა, გვახსოვს სისხლი, ოპერაციები სანთლის შუქზე, უთავო ცხედრები, კიდურებმოგლეჯილი ახალგაზრდები, აკივლებული შვილები და მშობლები, ქაოსი და შიმშილი.

შეეშვას ყველა ახალგაზრდობისა და სტუდენტობის დამოძღვრას, მათ პატრიოტულ და მოწყვლად სულს ბნელეთის სამსახურში აყენებენ.

რას ნიშნავს “ჯობს დავიხოცოთ, ვიდრე მარადიულ მონობაში ვიცხოვროთ”.

ზოგ მედროვეს ახლა უდროოდ გაახსენდა რუსთაველის აფორიზმი – “სჯობს სიცოცხლესა…” ამ სიტყვებით, ამ მსოფლიო წესრიგის მოცემულობით თქვენ მართლა მარკესისეულ მარტოობის ას წელიწადს აანონსებთ საქართველოში.

ჩემზე მეტად ვინ განიცდის ევროპის შუაგულში დატრიალებულ გენოციდს, მაგრამ ვაცხადებ, ვატყობ და ვგრძნობ, ამ წუთში მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ბედკრულ სამშობლოს დამპალი რუსეთისაგან საბოლოოდ მოგლეჯდა.

ეს ვიცით ყველამ….თანდათან გამოჩნდება საშველიც..

გმირი ერია უკრაინელები–ზეგმირიც, მაგრამ ქეთევან წამებულის, დიმიტრი თავდადებულის, ბერი თევდორეს, არაგველების, ხერხეულიძეების, ასი ათასი მოწამის, ექვთიმე ღვთისკაცის, ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების ქვეყანა რამ უნდა გააოცოს…

ალბათ ამ ეტაპზე ყველა მოაზროვნე ქართველი უნდა მიხვდეს, რომ თუ საქართველო ამ ომში ჩაებმება, დიდია შანსი იგი უბრალოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა.

ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დავაძინოთ ჩვენში ლომი და გავაღვიძოთ მელა.

აკლია ამერიკას ეშმაკობა? არა მგონია.

მისი ეშმაკობის შედეგია ყველა გეოპოლიტიკური დიდი ძვრა 21-ე საუკუნეში. საბჭოთა კავშირი დაანგრია მელაკუდობით, მონსტრი სვერხდეჟავა.

ახლაც დიპლომატიურად “უხაზავს” ბარეორს.

თუ ასე არაა, დაწერეთ ქვევით, მოგისმენთ და დაგიჯერებთ.

რატომ არ დაკეტა ნატომ ცა უკრაინის თავზე, არ გადადგა ეს სასიცოცხლო ნაბიჯი?

რატომაა გატრუნული გაიძვერა გიგანტი ჩინეთი, რამ დაადუმა? ცხადია იცდის.

ვერავინ დაეტოლება მას დღეს ტექნოსამყაროში.

აი ტერიტორია კი უჭირს და უარს ნამდვილად არ იტყვის მიკნავებული რუსეთის უომრად, ეკონომიურად შთანთქმაზე.

ამას ითხოვს ახლანდელი მსოფლიო წესრიგი…

მცირე ერებმა კი ამ დროს ჯიშის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ…

ეს არაა სილაჩრე…

უკრაინას, ამ 45 მილიონიან ერს ფიზიკური განადგურება არ ემუქრება და ჩვენ კი.

ევროკავშირი გვინდა, დიდებულია, დასავლურ  ცივილიზაციასთან ინტეგრაციაა, მაგრამ თავს ნუ ვიტყუებთ.

მასში შესვლა ომის დროს არაა გარანტი ერის ფიზიკური გადარჩენისა, ეკონომიური დახმარება კი იქნება.

სინდისი არ შეგვილახოს იმანაც, რომ უკრაინის გმირი ხალხი უძლებს ბოროტ ვეშაპს, ჩვენ კი “მონებად ვქცეულვართ”.

ომი ბატონებო, მიმდინარეობს ევროპის უდიდეს ტერიტორიაზე, რომლის ადვილად დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია.

უკრაინის გმირებს სამშობლოს ტერიტორიული სიდიდეც ეხმარება.

გადახედეთ რა ქვეყნები ესაზღვრება მას, მთელი ნატო.

ჩვენ კი…რა ტერიტორია დაგვრჩა დღეს, ვინ გვესაზღვრება,  ვის გარემოცვაში ვიმყოფებით…

რომელ ზღვაში გადავხტეთ – პონტოს აქსინოსში თუ პონტოს ევქსინოსში…

ყველა ის ქართველი ვინც დღეს უკრაინაშია და იბრძვის იარაღით თუ საქმით, ღირსეული მამულიშვილია და გვეამაყება.

არც ჩვენ ვართ მამა აბრამის ბატკნები, ცხრაასი წელია მივტირით მსოფლიო მნიშვნელობის დიდგორს და ვერ მოგვიგია კი  ჩვენი პირადი და შიდა ეროვნული დიდგორი. 

იმპერიას უკვე დაწყებული აქვს შიგნიდან ლპობა და ეს ლპობა შეუქცევადია….

რუსეთი არის განწირული, ცივილიზაციისაგან გარიყული და საბოლოოდ ავტორიტეტდაკარგული დერჟავა.

იგი ჩინეთის ლუკმა გახდება ბოლოს.

თიხისფეხებიანი მამონტია, ფეხები ეტაპურად მოემსხვრევა.

ძალიან მძლავრი იქნება მისი დანარცხებით გამოწვეული ტალღა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისათვის – მისი მეზობლებისათვის..

ჩვენც შეგვესევიან რუსები ათასობით, თავიანთი ქვეყნიდან გადმოხვეწილები, აქ ცხოვრების მსურველები, მაგრამ რითი უნდა შეჩერდეს ეს პროცესი? ჯერ არ ვიცი…გამოჩნდება ამის წამალიც.

დღეს ერს მარტო ერთიანი, სრულიად ზოგადქართული აზრის კოლექტიური ჩამოყალიბება თუ უშველის.

მარტო მე და თქვენ  ვერაფერს გავაწყობთ…

ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ჩვენი მომავალი თაობა გადარჩეს..

დაპოსტეთ და თქვით, ვინ რას ფიქრობთ.

რა გზას დავადგეთ.

ასე ყალიბდება კოლექტიური აზრი, აზრი ყოველგვარი პარტიულობისაგან დაშორებული.  

მარტო გაბრაზების ?ნიშანს და ურთიერთგმობას რა აზრი აქვს..

ერთი რამ… უკრაინას რომ ვსოლიდარობთ და რუსეთი რომ გვძულს და ოკუპანტია ეს ჩავთვალოთ აქსიომად და აღარ ვახსენოთ…

რა არის გამოსავალი…

რა ესაჭიროება დღეს საქართველოს?

როგორ აღარ უნდა “ვიცხოვროთ მონობაში?”,- წერს ქირურგი ფეისბუკში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved