• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუსრულებელი მშენებლობების ნაწილს, მათ შორის მერიასთან მდებარე „ცენტრ პოინტის“ რამდენიმე კორპუსს დაანგრევენ

ალია ავტორი - ალია
12:55 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს კუთვნილი ფართები 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში გადაეცემათ. როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, მომავალ წელს ბინებს 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი გაგრძელდება.

„დედაქალაქის მერიის მოკვლევით, თბილისში ჯამში იყო 187 დაუსრულებელი მშენებლობა, სადაც ბინა 13 ათასამდე ოჯახს უნდა მიეღო. ჩვენ მოვახდინეთ ამ მშენებლობების კატეგორიზაცია. მათ შორის, ყველაზე დიდი მშენებლობები ჰქონდათ „ცენტრ პოინტს“, „სვეტს“, „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ და „აქსისს“. დაუსრულებელი მშენებლობების დაახლოებით 90% ამ კომპანიებზე მოდიოდა და ბინებით დასაკმაყოფილებელი ჰყავდათ 10 ათასამდე ოჯახი. შევქმენით სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, რომ გარკვეული შეღავათები მიეცა კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მშენებლობებს გააგრძელებდნენ. დაახლოებით, 30-მდე დადებითი დასკვნა გაიცა სხვადასხვა მშენებლობებზე და 8 ათასამდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა, ნაწილის მშენებლობები მიმდინარეობს, ნაწილზე ნებართვების გაცემის სტადიაში ვართ. ობიექტების ნაწილზე დაწყებულია დემონტაჟი, მშენებლობა ან ნებართვის გაცემის პროცედურა.

თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის, დაახლოებით, 5 ობიექტზეა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ ექვემდებარება მშენებლობის გაგრძელებას და დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის, მერიის გვერდით მდებარე „ცენტრ პოინტის“ ყოფილ შენობაზე, გარდა ამისა, ამავე კომპანიის კიდევ ორი შენობა უნდა დაინგრეს.

როგორც აღვნიშნე, ჯამში, მერიას იდენტიფიცირებული ჰყავდა დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული 13 ათასი ოჯახი; აქედან 8 ათასისთვის 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში ბინების მშენებლობა დასრულდება და ასევე დაიწყება დანარჩენების მშენებლობაც. გაუფორმდებათ კონტრაქტები, ექნებათ გაფორმებული ფართები და მოგვარდება ეს პრობლემა. 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში ყველა ის სარემონტო სამუშაოები, რაც დაწყებულია, დასრულდება და 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს ბინას. ასევე, 6 ათას ოჯახამდე, ვინც ბინებს ასევე ელოდება, მათ პროექტებზეც დაიწყებენ კომპანიები მუშაობას. ამით მოგვარდება დაზარალებულების დაახლოებით, 90%-ის პრობლემა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ელოშვილმა.

მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ნაწილს, მათი სურვილის შესაბამისად, შეეძლებათ ბინებზე უარის თქმის სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაუბრუნონ, ან კვადრატულობის მიხედვით, თანხების გადახდა გააგრძელონ; იმ ოჯახებს კი, ვისაც ფართების საფასური სრულად აქვთ გადახდილი, დამატებით რაიმე თანხის გადახდა არ მოუწევთ.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved