ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე:
“ვწუხვარ, რომ დაუმსახურებელი ტალახი მოხვდა მოსამართლე ლია ორკოდაშვილს! თან მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეებს შორისაა.
ლია ორკოდაშვილი არის გამორჩეულად სამართლიანი მოსამართლე.
უამრავი უდანაშაულო ადამიანი გადაურჩენია მის პრინციპულობას!
ყველაზე კარგად ადვოკატებმა ვიცით რომელი მოსამართლეა ღირსეული და რომელი- დაკვეთების შემსრულებელი.
ასეთი მოსამართლეები, ნაცვლად დაბულინგებისა, უნდა დავიცვათ.
სხვათაშორის, ნინო ელიეშვილიც და მაია ქოქიაშვილიც იმ მოსამართლეთა შორისაა, რომლებსაც პატივს ვცემ.
თუ კარგს არ დავაფასებთ, მაშინ ჩვენგან წამოსულ სამართლიან კრიტიკასაც აღარ ექნება ფასი.”
კომენტარები