• რეკლამა
  • კონტაქტი
21:31, ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუჯერებელი ამბავი – ქალი, რომელიც ქმრის ცრუ ბრალდების გამო ციხეში წლებია ზის

ალია ავტორი - ალია
14:51 12-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

უკვე მესამე წელია, რაც მეუღლის ცრუ დასმენის გამო, ახალგაზრდა ქალი სასჯელს ბავშვებზე სისტემატიური ძალადობის მუხლით იხდის, ქალთა #5 დაწესებულებაში. სინამდვილეში, ბავშვებზე მისი მეუღლე ძალადობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, ბავშვებზე გაუსაძლისი ზეწოლის შედეგად, მათ დედის წინააღმდეგ მიაცემინა ჩვენება, რომლის თანახმადაც, მათ მიმართ სასტიკი ძალადობა დედის მიერ იყო ჩადენილი.

როდესაც ინგა კაპანაძემ დახმარებისთვის “საფარს” მიმართა, იგი უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.

“საფარის” უნდა დაემტკიცებინა როგორც ქალის უდანაშაულობა, ასევე – მისი მეუღლის მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაული – ბავშვებზე ფსიქოლოგიური მანიპულირების შედეგად, მათი დედის პატიმრობაში გაშვების პრეცედენტი.

არაერთი საჩივრის, საფარის ადვოკატების მიერ მოპოვებული ძალადობის მამხილებელი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ ბრალი რეალურ მოძალადეს, ნიკოლოზ  სადღობელაშვილს, წაუყენა, ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე.

ასევე, საფარის იურისტები ითხოვდნენ ძალადობრივ გარემოში მყოფი ბავშვების გაყვანას ნეიტრალურ  სივრცეში, არაძალადობრივ  გარემოში, რათა ბავშვებზე მამის მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა როგორმე დასრულებულიყო; როგორც უკვე აღინიშნა, ისინი დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას აძლევდნენ, მამის მხრიდან მომდინარე ძალადობაზე კი დუმდნენ.

მოძალადის დაკავების შემდეგ, ბავშვები სახელმწიფომ მინდობით აღზრდით ზრუნვის პროგრამაში ჩართო.

ნეიტრალურ სივრცეში, ბავშვებმა დაწერეს დღიური, სადაც ის წარსული მძიმე ძალადობრივი გარემო აღწერეს, სადაც ცხოვრება ინგა კაპანაძეს და ბავშვებს უწევდათ.

აღნიშნული დღიური, მტკიცებულების სახით, გამოძიებას წარედგინა.

სრულიად ნეიტრალურმა მოწმემ  დაადასტურა, რომ მამა ბავშვებს დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა.

სასამართლო პროცესებზე უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არასრულწლოვანი შვილების ჩვენება, რომლის თანახმადაც, ქმარი პერმანენტულად ძალადობდა არამხოლოდ ინგა კაპანაძეზე, არამედ – მათზეც.

ეს გახდა მამის მხრიდან შვილებზე სისტემატური ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი. მოძალადე ნიკოლოზ სადღობელაშვილმა სრულად აღიარა ცოლისა და შვილების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგა კაპანაძე კვლავ რჩებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

პერიოდულად, იგი თხოვნით მიმართავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური  პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი მისთვის შინაპატიმრობით შეეცვალათ; პატიმრობის პერიოდში, ინგა კაპანაძეს ინტენსიურად სტუმრობდნენ მისი არასრულწოვანი შვილები, რაც ძალზე სტრესული გამოცდილება იყო ბავშვებისთვის.

მიუხედავად შეცვლილი გარემოებებისა, მსჯავრდებულ ინგა კაპანაძეს ადგილობრივმა საბჭომ ამაზე 3-ჯერ უთხრა უარი და არ გამოიკვლია საქმის არსებითი გარემოებები.

დაიკითხა  არასრულწლოვანი  მოწმე ნ. ს., რომელმაც დაადასტურა, რომ  მისთვის ყველაზე მეტად  მნიშვნელოვანი დედის შინ დაბრუნება იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და სრულად დააკმაყოფილა საფარის  სარჩელი; ამ გადაწყვეტილებით, ინგა კაპანაძეს შესაძლებლობა ეძლევა, უახლოეს დღეებში დაუბრუნდეს შვილებს.

ელისო რუხაძე, საფარის ადვოკატი: „ინგა კაპანაძის საქმე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ბავშვების ამბავს მძიმედ განვიცდიდი… რამდენჯერმე დამირეკეს ხვეწნით, დედა დაგვიბრუნეო… ინგა ციხეში შიმშილობდა, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად სულზე მოუსწრო მასაც და სასოწარკვეთილებაში მყოფ ბავშვებსაც“.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არასრულწოვანი და-ძმის საქმე ერთადერთია ქართულ მართლმსაჯულებაში, როდესაც ბავშვებს, მათზე  განხორციელებული ძალადობის გამო, ერთდროულად დედაც და მამაც პატიმარი ჰყავთ.

საფარი კვლავ განაგრძობს ინგა კაპანაძის ინტერესების დაცვას, რათა საბოლოოდ დადასტურდეს მისი უდანაშაულობა ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში.

წყარო – საფარი

თეგები: ბაია პატარაიასაფარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

15:09 10-02-2025
„კანდიდი“ – სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„კანდიდი“ – სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:54 10-02-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება კვლავ გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება კვლავ გაიზარდა

13:15 10-02-2025
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

11:24 10-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved