• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისიში გადიან გადამზადებას

ალია ავტორი - ალია
10:54 11-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ტექნოლოგიური პროექტის Data Bootcamp მონაწილეები,თიბისიში, Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების კურსს გადიან. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ის 15 რჩეული მონაწილე, ორი კვირის განმავლობაში, თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს. ეცნობიან მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას, ერთვებიან ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებში და სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მონაცემების ანალიზსსწავლობენ.

„მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა ანალიტიკა ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ჩვენს ბაზარზე, ამ სფეროს პროფესიონალების ნაკლებობაა. ამიტომ, თიბისისთვის, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთოს ისეთ პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდებს, პატარა ასაკიდან ეხმარება ამ დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ასეთი პროექტია – Data Bootcamp. ჩვენი მიზანია, ამ ძალიან ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს გაუღრმავოთ ცოდნა და ვასწავლოთ პრაქტიკით. ასევე, დავანახოთ, რომ თიბისი არის ადგილი სადაც საკუთარი ცოდნის სრულ რეალიზებას შეძლებენ“- ნუცა აბაზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში.

Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობდნენ, 15 წელს ზევით,პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.

Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს.

Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკშიაიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, 30 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. თბილისის Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეებიც თიბისიში, Data Academy-ის ფარგლებში გაივლიან გადამზადებას.

თეგები: თიბისი ფეი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved