„არც ერთი თეთრით თბილისის მოქალაქეებს მოსაკრებლის გადასახადი არ გაზრდიათ“ – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ფაჩულიამ განაცხადა.
„არც ერთი თეთრით თბილისის მოქალაქეებს მოსაკრებლის გადასახადი არ გაზრდიათ. იყო 2,50 ლარი და რჩება ამდენივე. თბილისის მერიამ და „თბილსერვის ჯგუფმა“ აღვწერეთ, რა არის მიზეზი, რატომ მიუვიდათ ორმაგი გადასახადი მოქალაქეებს, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყო საკმრისი. ეს უკავშირდება სემეკ-ის დადგენილებას, რომ შემდგომ თვეს მოდიოდა წინა თვის გადასახადი აქამდე, ანუ ნოემბრის თვის გადასახადი მოდიოდა დეკემბრის დასაწყისში. მოქალაქეებმა, რომლებმაც დეკემბერში გადაიხადეს გადასახადი, ის არის ნოემბრის გადასახადი. დეკემბრის ბოლოს მათ უნდა მისვლოდათ კიდევ ერთი გადასახადი, მაგრამ ეს გადასახადი არ მისვლიათ. შესაბამისად, იანვრის ბოლოს მათ მიუვიდათ დეკემბრის და იანვრის თვია გადასახადი. ახლა მიუვიდათ ორი თვის გადასახადი. დარიცხვის სისტემა შეიცვალა“, – განაცხადა ფაჩულიამ.
კომენტარები