• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დასრულდა პირველი მსოფლიო ომი 1918 წელს და დაიწყო ესპანური გრიპის პანდემია, შესაძლებელია რომ ახლა პირიქით მოხდეს?“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:12 03-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ექიმი ზურაბ გურული:

„თუ …
——
როგორც იქნა დასრულდა პირველი მსოფლიო ომი 1918 წელს და დაიწყო ესპანური გრიპის პანდემია. შესაძლებელია რომ ახლა პირიქით მოხდეს? უცნაურად ჩათავდა თითქოს კოვიდის პანდემია და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი დაადგა დედამიწას.
მაშინ მაკროსამყარომ წააქეზა და გამოიწვია მიკროსამყარო საომრად, არის შანსი რომ ახლა პირიქით მოხდეს? ძნელი სათქმელია. რისკი ძალიან მაღალია. მაღალია იმიტომ, რომ საქმე გვაქვს პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე დიქტატორთან, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა ფრიად საგანგაშოა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ყოველდღიურად, საათების განმავლობაში უსმენენ პუტინის გამოსვლებს, ადარებენ ახალ ჩანაწერებს ძველთან და ცდილობენ გამოიცნონ მძიმე ფსიქოლოგიური პათოლოგიის ყველა შესაძლო დეტალი და ნიუანსი. ეს ძალიან ძნელი ამოცანაა. მათ რეკომენდაციებს ელიან სამხედროებიც და პოლიტიკოსებიც. სერიოზული გათვლებია საჭირო. ამერიკის მთავრობა ახლა განმნაღმველების გუნდს წააგავს, რომლებსაც უცნობ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან უხდებათ მუშაობა. არავინ იცის ზუსტად რომელი მავთული უნდა გადაჭრან პირველად; ამიტომ ფრთხილობენ; ძალიან ფრთხილობენ. პასუხისმგებლობა უზარმაზარია; შეცდომა პლანეტის აფეთქების ტოლფასი იქნება. ბედისწერის უცნაური ხუმრობის წყალობით ერთმანეთს ორი ვლადიმერი დაუპირისპირდა. ვლადიმირი ხომ ორნაირად იშიფრება, მპყრობელი მსოფლიოსი თუ მშვიდობის? ამაშიც არის თავისებური საიდუმლო ალბათ. პუტინი – მსოფლიოს შიშით მპყრობელი და დამთრგუნველი და ზელენსკი – მსოფლიოს ამფორიაქებელი მშვიდობის მოთხოვნით. გორდიას ახალი კვანძი თავის დროზე მესამე ვლადიმირმა დახლართა მოსკოვში და ახლა ცინიკური ღიმილით დაჰყურებს მავზოლეუმიდან დაბნეულ მსოფლიოს, რომელიც დასისხლიანებული ფრჩხილებით ცდილობს მის გახსნას. არადა, ისევ გასაჭრელია კვანძი, მახვილის მძლავრი და გაბედული მოქნევით. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ალექსანდრე მაკედონელის გაბედულება და მოუთმენლობა სჭირდება.
ვლადიმერ პუტინი განწირულია ნებისმიერ შემთხვევაში. მას მომავალი აღარ გააჩნია. ის დასრულებულია. საკითხავი მხოლოდ ის არის, ბოროტი ფარაონივით ანტურაჟად წაიყოლებს თუ არა მსოფლიოს. გადაწყვეტილების მიღებას ვერავინ ბედავს და ვერც გაბედავს; ამიტომ ყველანი მორჩილად მივყვებით ბედისწერის სცენარს.
გავა წლები და მემუარებში წავიკითხავთ ამ დღეების დეტალურ ანგარიშს; გავიგებთ იმ მზვერავების სახელებს, რომლებიც ახლა ცდილობენ რუსი კოლეგების დარწმუნებას, რომ დროა გააუვნებლონ თავიანთი მინოტავრი. უკრაინა მდიდარი, ბედნიერი, ლამაზი ქვეყანა იქნება, რომლის აშენებაშიც მთელი მსოფლიო მიიღებს მონაწილეობას; საქართველო დაიბრუნებს თავის დაკარგულ, მოჩეხილ კიდურებს და მხრებში გაიშლება; რუსეთი დამშვიდდება და შეეცდება ნამდვილი ფედერაცია შექმნას თავის საზღვრებში …
მაგრამ თუ … მაშინ …“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved