• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასავლეთის ნაბიჯებს ომის ყველა ნიშანი აქვს” – პუტინმა კადიროვისგასნ ნებისმიერი ბრძანების შესრულების პირობა მიიღო

ალია ავტორი - ალია
11:03 03-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს სანქციების გამო აკრიტიკებს. რუსეთის პრეზიდენტმა რეგიონების ხელმძღვანელებთან სოციალურ-ეკონომიკური დახმარების შესახებ გამართულ თათბირზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ე.წ. სამხედრო ოპერაცია წარმატებულია. დასავლეთს კი ეკონომიკური სანქციებით რუსეთის სუსტ და დამოკიდებულ ქვეყნად ქცევა სურს. პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის ლიდერს უკრაინაში მისი ჯარების გაგზავნისთვისაც. რამზან კადიროვი კი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესრულებისთვის მზადაა.

“ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია და ის წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ჩვენი სპეციალური ოპერაცია საბაბია დასავლეთის სანქციებისთვის.

დასავლეთის ლიდერები აღარ მალავენ ფაქტს, რომ სანქციები არ არის მიმართული ფიზიკური პირების ან კომპანიების წინააღმდეგ, მათი მიზანია დაარტყან მთელ ჩვენს შიდა ეკონომიკას, ჩვენს სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროს, ყველა ოჯახს, რუსეთის ყველა მოქალაქეს. ამ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებისკენ აგრესიის, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინფორმაციული ომის ყველა ნიშანი აქვს. ჩვენ გვახსოვს, როგორ უჭერდნენ ისინი მხარს ტერორისტებსა და ბანდიტებს სამხრეთ კავკასიაში, ახლაც სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთი არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში.

რამზან ახმატოვიჩ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ შენი სამხედროები, რომლებიც ჩეჩნეთიდან ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოს წინაშე თავიანთ სამხედრო მოვალეობას უმაღლესი ღირსებით ასრულებენ,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ მათ ეკონომიკური სანქციების არ ეშინიათ.

“ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ არ გვეშინია ეკონომიკური სანქციების. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და მშვიდობას დავამყარებთ უკრაინაში, ისევე როგორც კავკასიაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოება. დიდი მადლობა, ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ნებისმიერ ბრძანებას,” – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved