• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასავლეთი ზელენსკის მოსთხოვს ჰააგას გადასცეს ის, ვინც ხელებშეკრული რუსი ჯარისკაცი დახვრიტა კამერის წინ” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
14:48 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,177

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“შესაძლებელია თუ არა ფაქტზე კომენტარი კომენტარის გარეშე? კი, შესაძლებელია

. . . . . . . . . . .

ამჟამად გლობალური მედიის მთავარი განსახილველი თემაა ვიდეო, რომელზეც სჩანს, რომ ვიღაც ტიპები, უკრაინის სამხედრო ფორმაში, ხვრეტენ ზურგზე ხელებშეკრულ ტყვეებს რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულთ.

ასე ფრთხილად ვამბობ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ ვიდეოს თემა გლობალურად ააგორა ისეთმა ავტორიტეტულმა რესურსმა, როგორიცაა The New York Times, საბოლოოდ დადასტურებული არაფერია.

თუმცა NYT კი გაიძახის იმ ამერიკელი კოლეგების გასაგონად, ვინც ვიდეო პრინციპულად არ აჩვენა (მხოლოდ ზეპირი განხილვაა ჯერ-ჯერობით, თუმცა ძაააააალიან აქტიური), როგორ გეკადრებათ, განა წინასწარ შესწავლის გარეშე NYT რამეს გამოაქვეყნებდაო.

კი, NYT ძალიან ავტორიტეტული რესურსია. ამაზე ნუ ვიდავებთ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად, პირდაპირ ეთერში გააფრთხილა ახლახანს: “ხელებშეკრული ტყვის დახვრეტა ომის დანაშაულია და თუ არ გამოიძიებთ, დაისჯებით`. ანუ ვერანაირი ბუჩას გენოციდი ვერ `გააპრავებს` ხელებშეკრული ტყვის დახვრეტასო.

ჰო, ნუ ეს გასაგებია: დასავლეთში ახლა ბევრს ოღონდ საბაბი და `სათქმელი`(ვენაცვალე დედა-ენას) მიეცი შექმნან `ორივე ერთნაირად დამნაშავეა`-ს ფუნდამენტური არგუმენტი (როგორც 2008 წელს), რათა რუსეთთან ომი ან თუნდაც პრობლემები თავიდან აცილონ და…..ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ!

. . . . . . . . . . .

მაგრამ ყველაზე ცუდი. . . . . . . აი მართლა ნერვებისმომთხრელი იცით რა არის?

რუსული პროპაგანდა ახლა ყველა რესურსზე აფიარებს უკრაინაში მეომარი ერთ-ერთი ქართველი მეომრის ინტერვიუს რუსული (!) მედიისთვის, სადაც ის ქართველი მეომარი, უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იარაღით ხელში, ამბობს: “დიახაც, რუს აგრესორებს ხელებსაც შევუკრავთ და რუს აგრესორებს ტყვედაც არ ავიყვანთო“.

`ტყვედ არ ავიყვანთ` სამხედრო ენაზე, უფრო ზუსტად ომის ენაზე ნიშნავს: `ბუჩას შემდეგ რუს აგრესორებს ტყვედ არ (წ)ავიყვანთ და იქვე ჩავაძაღლებთ`

ამ ინტერვიუში არ არის ნათქვამი, რომ სწორედ ამ ქართველმა ან ქართველებმა მოკლეს ის ტყვე, დაჭრილი რუსი ჯარისკაცი. მაგრამ რუსი გველ-პროპაგანდისტები `კონტექსტუალურად` ავრცელებენ ამ ორ ამბავს, ანუ დახვრეტას და ხსენებულ ინტერვიუს; იმიტომ, რომ კონტექსტუალური ნამდვილად არის: ბუჩას შემდეგ….ხელებშეკრული ტყვე რუსი ჯარისკაცი….მისი დახვრეტა…..`

და ვისზეც ეს პროპაგანდაა გათვლილი ის არ იკითხავს: `მერედა თუ ასეა ქართულად რატომ არ ლაპარაკობენო?`. ასეთ ნიუანსებში ვერ გაერკვევა ვერანაირად და იმიტომ./

არადა აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა იქნება ხომ?

. . . . . . . . . . .

ახლა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ როგორ განვითარდება მოვლენები: `ორივე მხარე დამნაშავეს` შინაარსობრივად უსინდისო, უსამართლო, თუმცა ცივილიზაციურად და ტრადიციულად შეუვალი, თვისებრივი, სისტემური სტანდარტის ერთგული დასავლეთი პრეზიდენტ ზელენსკის მოსთხოვს (უკვე მოსთხოვა!) გამოიძიოს ეს ეპიზოდი და ჰააგას გადასცეს ის ჯარისკაცი (უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული რომაა) ვინც ტყვე, ხელებშეკრული რუსი ჯარისკაცი დახვრიტა კამერის წინ.

გამორიცხულია ზელენსკიმ ის ჯარისკაცი გადასცეს ჰააგას.

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

იმიტომ, რომ ამას საკუთარ ხალხს ვერ აუხსნის! ვერაფრის დიდებით ვერ აუხსნის, რადგან…ბუჩას შემდეგ…..იმ საზარელი კადრების შემდეგ……ზელენსკის თავზე ჩამოეშლება არმიაც და ქვეყანაც თუ მართლა გადასცემს უკრაინისთვის მებრძოლ ჯარისკაცს (ვინც არ უნდა იყოს) ბუჩას სულისშემძვრელი ტრაგედიის ფონზე.

მაშინ რუსეთი იტყვის: `სანამ ის უკრაინელი ჯარისკაცი არ იქნება ექსტრადირებული ჰააგაში, ჩვენ ბუჩაზე ნურაფერს გვკითხავთ საერთოდო`.

მით უმეტეს, უკრაინამ რომის სტატუტს ხელი მოაწერა, ანუ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რუსეთი კი ამ ასამართლოს წევრი საერთოდ არ არის! იურიდიულად არ შეერთებია რომის სტატუტს

. . . . . . . . . . .

ესეც გასაგებია, ოღონდ მე რა მითხრის იცით ნერვებს ყველაზე მეტად? კი მაგრამ……ქართველები როგორ, რანაირად ვახერხებთ (ხოლმე) მუდამ, ყველგან, ისეთ სიტუაციებში იმგვარად `გამოჩხერას`, რომ დასავლეთისთვისაც მიუღებელი იყოს და რუსეთისთვისაც?

აღარ განვმარტავ: ხომ აღვწერე, როგორ და რატომ.

დავიჩივლე რამდენიმე დღის წინ (და მძვინვარე რეაქცია მოჰყვა) `ხომ მოხერხება უნდოდა, რუსეთიც გადაგვეკიდებინა და უკრაინაც? ხომ მოხერხება უნდოდა, ისტორიულ, მოსისხლე მტრებს, ჩერქეზებსა და კაზაკებს მხარდამხარ ეომათ საქართველოს წინააღმდეგ?

ხომ მოხერხება უნდოდა, `ბუჩას` საზარელ დანაშაულშიც ისე და იმნაირად `გავჩხერილიყავით` ახლა, რუსეთისთვისაც გასაცოფებელი იყოს, უკრაინისთვისაც დამაზიანებელი და დასავლეთისთვისაც გასაბრაზებელი?

. . . . . . . . . . .

არ არის ლეგიტიმური კითხვა?

ჩემთვის არის, რაკი ამ ქვეყნის უახლეს ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ და რა ვქნა?”

 

“ალია” შეგახსებეთ, ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ავთენტურობა დადგენილი არ არის, ისევე როგორც არ არის დადგენილი, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანია ჯარისკაცია, თუ არა, რომელი ქვეყნის ჯარისკაცია და გარდაცვლილია, თუ არა საერთოდ. 

 

 

 

თეგები: დათო გამცემლიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved