• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დასავლელი ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

ალია ავტორი - ალია
13:03 10-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებამ, 10 დასავლური ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია და ლირის ღირებულებამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9.76 ლირაა, ევროსი – 11.38 ლირა. 

ერდოღანის თქმით, აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან. 

“მე მივეცი საჭირო ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვუთხარი, 10 ელჩი ერთდროულად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად”. – თქვა ერდოღანმა.

პერსონა ნონ გრატად, ანუ არასასურველ პირად გამოცხადება დიპლომატიური ჟესტია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პნგ-დ გამოცხადებული დიპლომატის ყოფნა მასპინძელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არის სასურველი და მისმა წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს უკან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა წლებია განაგრძობს გაუფასურებას, რაც გაცილებით კომპლექსურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეს ცალკეული შემთხვევებია. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.
 
კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved