• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, ზამთარში ათასობით ადამიანმა კოვიდი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
14:19 02-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე დარწმუნებულია, რომ ზამთარში კორონავირუსი ათასობით ადამიანმა ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია. ამის შესახებ მან კოვიდპანდემიის დასრულებისა და კორონა ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ჯანმოს მოლოდინი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ კორონავირუსი მოცირკულირე სეზონურ ვირუსად იქცეოდა, გამართლდა.

“ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა ჯანმოს განცხადება, რომ პანდემიის შემდეგ კორონა ვირუსი მოცირკულირე, სეზონურ ვირუსად გადაიქცევა – ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდი არსად გაქრება. პანდემიის დასრულება (რომელიც, მართალია, ოფიციალურად არ არის გამოცხადებული) არ ნიშნავს კორონა ვირუსის დასრულებას.

ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დაბალია, 2-5%. საბედნიეროდ, ის ვარიანტი, რომელიც დარჩა – ომიკრონი – ყველა იმ მუტაციას შორის, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად გავეცანით პანდემიის დროს, ყველაზე მსუბუქია. ევოლუციურად სხვანაირად წარმოუდგენელია, პანდემიის დასრულებას მივყავართ იმ მუტაციამდე, რომელსაც ექნებოდა ყველაზე ნაკლები ზემოქმედება, სიმძიმის, ლეტალობის და გართულებების თვალსაზრისით”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ექიმი ასევე განმარტავს, რომ კოვიდზე ტესტირება ამჟამად მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, თუ ინფიცირებული ადამიანი რისკჯგუფს განეკუთვნება და კლინიკაში მოხვდება.

“ცირკულირებს ომიკრონი და ტესტირება იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ინფიცირებული ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება, რისკის ჯგუფია და ექიმს აინტერესებს, რა უნდა გააკეთოს, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გადაიტანა კორონა ვირუსი ისე, რომ არც გაუგია. აქვს მსუბუქი მიმდინარეობა , დაბალი სიცხე, მსუბუქი ხველება – დარჩა იმ ვირუსად, რომელსაც უნდა შევეგუოთ”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved