• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დარჩით სახლში… მიმდინარე გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმე სიმპტომებით ხასიათდება“ – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
18:01 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკს ჯგუფებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირაში აღწევს დამცველობით უნარს.

„როდესაც საუბარია მწვავე რესპირაციულ ვირუსებზე, ეს არ არის ერთგვაროვანი ჯგუფი, ამ ვირუსების ქოლგის ქვეშ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის ვირუსია გაერთიანებული, დაწყებული კორონავირუსიდან, დამთავრებული გრიპის ვირუსით.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლებია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. გრიპის ვაქცინაცია იქნება, პირველ რიგში, გასათვალისწინებელი რისკის ჯგუფების მოსახლეობისთვის, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ყველაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ გარკვეულ რისკის ჯგუფებზე, რომელსაც მიეკუთვნება – 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, 65 წელს გადაცილებული ადამიანები, ქრონიკული დაავადებებით, ექიმები, სამართალდამცველები. მათთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა ამ დაავადების თავიდან აცილების. 

ვაქცინაციას გარკვეული ვადები აქვს. გრიპის ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირაში აღწევს  თავისი დამცველობითი უნარის მაქსიმუმს, ამიტომ რაც შეიძლება ადრე უნდა გაკეთდეს. გრიპის ვაქცინის გაკეთება იქნება პრიორიტეტული.

პირბადის ტარება, რომელიც გვიცავდა კორონავირუსისგან, ასეთივე წარმატებით გვიცავს სხვა ტიპის ვირუსებისგან. თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს მსუბუქი გაციება, სჯობს დარჩეთ სახლში, ვინაიდან ამ სიმპტომის უკან არავინ არ იცის რა დაავადება იმალება. ინფიცირების მცირე  სიმპტომების შემთხვევაშიც კი დარჩით სახლში, რათა საფრთხეს უქმნით გარშემომყოფებს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

ჩხაიძე ამბობს, რომ დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰონკონგის H3N2 ვირუსი.

„ახლა ქვეყანაში ძირითადად 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს – რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი და, რა თქმა უნდა, კორონავირუსი. კორონავირუსი არსად არ გამქრალა. მისი შემთხვევები მცირეა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის ეს წელი, შეიძლება იყოს ამ პანდემიის ბოლო წელი. ასევე, ქვეყანაში ფიქსირდება გრიპის შემთხვევები, ადენოვირუსი.

ე.წ ჰონკონგის  H3N2 ვირუსი ახლა უპირატესია, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტი საქართველოშიც ფიქსირდება, მაგრამ მიმდინარე გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმე სიმპტომებით ხასიათდება:

✔️ მაღალი ტემპერატურა

✔️ ძლიერი საერთო სისუსტე

✔️ თავის და ყელის ტკივილი

✔️ სახსრებისა და კუნთების ტკივილი

✔️ ხველა

✔️ უმადობა

ყველაფერი ეს გრიპს შეესაბამება. ახლანდელი ზამთრის პერიოდში ჩვენი უპირატესი საზრუნავი და საფრთხე პრევენციის თუ მართვის თვალსაზრისით იქნება გრიპის ვირუსი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს კორონავირუსის არსებობა“, – დასძენს ივანე ჩხაიძე.

„პია.ჯი“

თეგები: ივანე ჩხაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved