• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დარბევის კადრები ვასიკო მაღლაფერიძემ დაბლოკა და ეთერში არ გაუშვა? – სკანდალური განცხადება ბორდის სხდომაზე

ალია ავტორი - ალია
18:21 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობს – თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და ბორდის სხვა წევრებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანთა აზრის მოსმენა უწევთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ “პირველი არხი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს.

სხდომაზე პირველი არხის მენეჯმენტის წინაშე მამხილებელი განცხადება “მოამბის” წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკეთა. ჟურნალისტმა, რომელიც მოშიმშილე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ვასილ მაღლაფერიძე კანონის დარღვევაში  დაადანაშაულა.

მისი თქმით, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევდა, მაღლაფერიძე საეთეროში იმყოფებოდა, რისი უფლებაც მას არ აქვს:

მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში, მარტივად დასადგენი ფაქტია, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. სხვა საკითხია, რას აკეთებდა, აქვს თუ არა მას უფლება, თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში – აქვს ამის უფლება? არავითარ შემთხვევაში არ აქვს.

კანონი ჩვენ გვავალდებულებს ყველაფერს, სარედაქციო დამოუკიდებლობას – აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი, აქვს. რანაირად აქვს? – მარტივად. მას აქვს შეხმატკბილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა აწ უკვე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რომ აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე.

გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი, საზოგადოებრივი ამბების ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი”, – თქვა მან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკანდალური განცხადება არხის ყოფილმა თანამშრომელმა, გიგა კიტიამაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ დარბევების დროს ჭყლეტაში მოყვა და მისი დის პოვნა სხვა არხების მეშვეობით შეძლო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved