• რეკლამა
  • კონტაქტი
04:24, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაქირავებული მკვლელის” პოსტს ვაზიარებ“ – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
16:27 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311
“დაქირავებული მკვლელის” პოსტს ვაზიარებ. ასეთი ბიჭები იბრძოდნენ ყოველთვის საქართველოში. ასეთი ბიჭები იბრძვიან ახლაც უკრაინაში საქართველოსთვის. ასეთ ხალხს აცვივა ურდოს ბომბები. პოეტია, რომანტიკოსი და ლამაზია მისი სიცოცხლე, მისი რწმენები და იდეალები. სილამაზე კი ერთერთია, რის შექმნაც ადამიანად ყოფნას განაპირობებს. ვაზიარებ და ვფიქრობ, იქნებ მართლაც არც ღირდეს ასეთი გმირების პოპულარიზაცია, როლურ მოდელებად ახალგაზრდებისთვის შეთავაზება. კიდევ მეტი გმირის გაზრდა სულაც არ ღირს იქნებ მართლაც? ვისაც რეალურად ომობანას ეზოში თამაშისასაც კი ნაკაწრი არ მიუღია არასდროს და სხვების სისხლით განიცდის აჟიტაციას და თრობას, არც ჯარში უმსახურია ან თვითონ და ან რომელიმე მათგანის შვილს, ყველაზე მეტს ის ხმაურობს, ფასი კი არაფრის იცის, გულში არაფერი უყრია და ეს რომ ასე არ იყოს, ავღანეთის გმირების დახვედრის კადრებით რომ იამაყეს, გაკვრით მაინც ახსენებდა ვინმე ირაკლის, ან ფოტოს მაინც გამოაჩენდა მისას, უბრალოდ რამეს მაინც დააფასებდა, განა რა სირთულე ესაა ჯანსაღ გარემოში? ერთმანეთის სამშობლო ხომ ერთმანეთი ვართ, წესით. ხოდა ოცნებას ერთი “კარგი” ტენდენცია აქვს, გეუბნება, არა ვარ გმირი და შენც გეუბნები, არ იყო გმირი, სისულელეა გმირობაო. სისულელეა, რადგან შენ მოკვდები და მე გავმდიდრდები, ხომ ხედავო? ნუ, როდესმე მეც მოვკვდები ალბათო, თუმცა ადამიანებს ხომ მხოლოდ სხვისი სიკვდილის მოწმეობა შეგვიძლია, საკუთარი სიკვდილი ბუნდოვნად გვესმის, მას არ ვიცნობთ. რაღაცნაირად პატიოსანი ქცევაა ოცნებისგან ეს ერთგვარად. უბრალოდ ყველა “პატიოსანი” სამშობლოს საძოვრადაც არ იმსახურებს. ადამიანად ყოფნა, მხოლოდ ჭამა და მზეს მიფიცხება არაა. მტერთან კუდის ქიცინზე აღარაფერს ვიტყვი. ჩვენ უსამშობლო ერი იმიტომ კი არ ვართ, რომ ემიგრაციამ მოგვიწია ბევრს, ან ტერიტორია ჩამოგვაკბიჩეს, უსამშობლო იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთი არ გვყავს, თორემ მთელ პლანეტაზე დაქსაქსულ ებრაელებს სამშობლო არასდროს დაუკარგავთ.

Nick Churadze

წითელი ყაყაჩო
მახსოვს ბავშვობაში ძმებს კითხვა გაგვიჩნდა, ამდენი ყაყაჩო რატომ ამოდის მინდვრებში? მამამ კი გვითხრა ეს უბრალო ყაყაჩოები არ არიან. გაგვიკვირდა სამივეს, მერე კი გვითხრა ამ ქვეყანას ბევრი ომი უწევდა და ყველა მიწა წმინდაა.
რატომ აკურთხეს ?
მერე დედამ დაამატა კი არ აკურთხეს დაცემული ჯარისკაცების სახელზე ამოდისო.
მას შემდეგ ყაყაჩოებს აღარ ვწყვეტდი და პატივის ცემით ვუყურებდი. შეიძლება აღარც ახსოვთ ეს მომენტი ჩემს მშობლებს.
უკრაინაში, რომ ჩამოვედი გული ფრთხიალებდა მაინც პირველად მიწევდა ფრონტის წინა ხაზზე გასვლა რა იცი და რა გგონია ერთია, მაგრამ რეალობა კი მეორე. ერთ დღეს მანქანით მიმავალმა ყაყაჩოები დავინახე სიხარულით ღიმილიც კი მომედო, გული მხოლოდ ერთზე მწყდება ვაი თუ ჩემი ყაყაჩო ჩემს მიწაზე არ გაიზარდოს.
თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved