მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოსთან, აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაუპირისპირდნენ.
მოქალაქეების თქმით, “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მათ თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს, შემდეგ კი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ამ დროისთვის, პოლიციას თავდამსხმელები არ დაუკავებია.
მელიქიშვილის გამზირზე აქცია 20:00 საათზე წინასწარ იყო დაანონსებული, თუმცა ადგილზე პოლიცია დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა.
სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა კაცია წერს, რომ მანქანებითაც კი დაეჯახნენ აქციის მონაწილეებს.
კომენტარები