• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დანა დამადო… შემდეგ სასაფლაოზე დამტოვა… ვასახელებ მოძალადეს”  – მარტა ბარამიძის უმძიმესი ისტორია 

ალია ავტორი - ალია
00:59 02-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51,384

მსახიობი მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, გა­და­ცე­მა “ფა­რულ კონ­ვერ­ტში” ჰყვება  რომ ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე 3500 მა­ნე­თად გა­ყი­და.

“დედა იყო ექი­მი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ­და. მამა ქარ­თვე­ლი იყო, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რა სა­მე­დი­ცი­ნო. ჩა­ვი­და პრაქ­ტი­კა­ზე რუ­სეთ­ში, სა­დაც გა­იც­ნო დედა. მა­შინ ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას ჰყავ­და 6 წლის შვი­ლი და ქმა­რი, რო­მე­ლიც წყალ­ქვე­შა გემ­ზე იყო წა­სუ­ლი, წე­ლი­წა­დით და 6 თვით. და­ფეხ­მძიმ­და მა­მა­ჩე­მის­გან.

მა­მა­ზე არა­ფე­რი ვიცი, არც სა­ხე­ლი, არც გვა­რი. ამის შემ­დეგ ჩემ­მა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ დედა ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბა­თუმ­ში. დე­დამ იქ იმ­შო­ბი­ა­რა და წა­ვი­და. მე ბა­თუმ­ში დამ­ტო­ვა. მა­მამ გა­და­წყვი­ტა მო­ძებ­ნა და და­ტო­ვა წე­რი­ლი, აინ­ტე­რე­სებ­და სად მივ­ყავ­დი, თუმ­ცა მო­ა­ტყუ­ეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მი­სა­მარ­თი და­უ­წე­რეს.

გაშ­ვი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ბე­ბოს (გამ­ზრდე­ლი დე­დის დედა) ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ქალი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და. დე­დამ 3500 მა­ნე­თად გამ­ყი­და. მა­შინ ჩემი გამ­ზრდე­ლი დედ-მა­მის ოჯა­ხი შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბებო და ბაბუ მა­შინ ძა­ლი­ან კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს თან­ხა გა­და­ე­ხა­დათ. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე გა­დავ­წყვი­ტე გამ­ზრდე­ლი დე­დის­თვის მეთ­ქვა. მახ­სოვს მივ­დი­ო­დით ბა­ზარ­ში და იქ ვუ­თხა­რი მას, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი” – ჰყვე­ბა მარ­ტა.

ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში გა­ა­კე­თა მარ­ტამ განცხადება, რომ 16 წლის ასაკში მასზე იძალადეს და სახელი და გვარიც გააჟღერა.

“16 წლის ასაკ­ში ვმუ­შა­ობ­დი სამ სამ­სა­ხურ­ში, ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი (ფო­ტოგ­რა­ფო­ბა) რომ მორ­ჩა, მინ­დო­და თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა და მო­ნას­ტრე­ბის ნახ­ვა. წა­მო­ვე­დი ერთ ადა­მი­ან­თან ერ­თად. ჩვენ 4 თვე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. მას და­ე­ლა­პა­რა­კა ჩემი მე­ზო­ბე­ლი, მან უთხრა, რომ დე­და­ჩე­მი იყო, ასე­ვე გზი­დან და­ე­ლა­პა­რა­კა დედა ეკა­ტე­რი­ნე – ეს ყვე­ლა­ფე­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გამო.

გზა­ში მან მი­თხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მა­მი­და­მის­თან. მი­ვე­დით არა­ყიშ­ვი­ლის ჩიხ­ში არ­სე­ბულ ბი­ნა­ში. რო­დე­საც და­ძი­ნე­ბის დრო მო­ვი­და, ერთ სა­ძი­ნე­ბელ­ში მე შე­ვე­დი, მე­ო­რე­ში – ის. მო­მა­კი­თხა ცოტა ხან­ში სა­ძი­ნე­ბელ­ში და მი­თხრა, თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას უნ­დო­და, თითს მო­მაჭ­რი­და. მე გა­ვუწ­ვდი­ნე თითი და… დღემ­დე მაქვს შრა­მი, რო­მე­ლიც ამ ჭრი­ლო­ბი­დან შე­მომ­რჩა.

ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა. უნ­დო­და ჩემი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ჩემ­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნა სა­საფ­ლა­ო­ზე, გად­მო­მიყ­ვა­ნა და გა­მი­მე­ო­რა ისევ, რომ თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას სურ­და, დამ­ტო­ვებ­და სა­საფ­ლა­ო­ზე. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ცოტა ხან­ში მობ­რუნ­და რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი. ვი­ფიქ­რე რომ მა­ნამ­დე რა­ღა­ცის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იყო. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა კვლავ სახ­ლში, სა­დაც დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ჩამ­კე­ტა შიგ­ნი­დან. ზეწ­რე­ბი გა­და­ვა­ბი ერ­თმა­ნეთს, და­ვა­მაგ­რე აივ­ნის მო­ა­ჯირს და მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩავ­ძვე­რი მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მოკ­ლედ ასე წა­მო­ვე­დი. არ მინ­და ვინ­მეს კი­დევ ჰქონ­დეს მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, ამი­ტომ ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს და გვარს – ეს არის ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე. ეს ისე­თი რა­მეა, ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დაც­ვა დამ­ჭირ­დეს” – ამ­ბობს მარ­ტა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
ახალი ამბები

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

15:05 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved