• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დამირეკეს კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით და ამიტომ ვფიქრობ პოსტით გამოვეხმაურო“ – ნაზი ჯანეზაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:54 11-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349

სახალხო დამცველობის კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ჯანეზაშვილი მოსმენაზე საკუთარი არაკომპეტენტურის გამო არ მივიდა.

„ჟურნალისტებმა დამირეკეს კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით და ამიტომ ვფიქრობ პოსტით გამოვეხმაურო.
ამ ბოლო პერიოდში 10-ზე მეტმა დეპუტატმა, მათ შორის მინისტრმა წულუკიანმა ისაუბრა ჩემზე, ცხადია კარგი არაფერი უთქვამთ. რასაც 4 წელი ვისმენდი, იგივე გაიმეორეს, არაფერი ახალი. წინადადებების წყობაც კი იგივეა. სიმართლე, რომ ვთქვა ვერ ვიფიქრებდი, მათთვის ჩემი არმისვლა ასეთი მნიშვნელოვანი თუ იქნებოდა.
ამის პარალელურად, ბოლო დროს ჩემს ტელეფონში, ფეისბუქში, კომპიუტერში – ყველა საკომუნიკაციო ტექნიკაში, რაღაც ხდება. ღამით მომდის მესიჯები, რომ სხვა ბრაუზერიდან, ან დივაისიდან ცდილობს ვიღაც შესვლას, და კიდევ ბევრი ნიუანსია, რაც ყურადღებას იქცევს. როგორც ჩანს ვიღაცები ზედმეტად დაინტერესდნენ ჩემი კომუნიკაციით.
ცოტა შორიდან რომ დავიწყო – ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარე ბოლო ერთ წელში. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, მალე ვიპოვე ძალა, რომ გამეგრძელებინა ჩვეულებრივი ცხოვრება. ახალი ენერგიით და მეტი შემართებით. ვისაც ყოველდღიური შეხება ჰქონდა და აქვს ჩემთან, ამ ადამიანებს დიდი მადლობა ეკუთვნით ჩემგან.
ხო, თან ამას წინ უძღოდა 4-წლიანი წარმოუდგენლად ინტენსიური სტრესული პერიოდი. ამით იმაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ მაინცდამაინც დასვენებული და დალხენილი არ შევხვედრივარ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს.
ბრძოლის გარეშე რომ მოვიდნენ აქამდე და პატარა დაბრკოლებაც რომ არ შეხვედრიათ, ალბათ ამიტომაა, რომ თუნდაც კანდიდატის გასაუბრებაზე არმოსვლაზე ასე ირაციონალურად მწვავედ რეაგირებენ.
ალბათ ვერც კი წარმოუდგენიათ ამ ადამიანებს, თუ რამდენად 0 მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მათ განცხადებებს და კომენტარებს ჩემ შესახებ.
მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ცხოვრება მინდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, თუნდაც ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ხელი ჩაიქნიო და ერთ მშვენიერ დღეს, შვილების მომავლის გამო მაინც, ადგე და გაიქცე.
ცხოვრება მშვენიერია, ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ძალიან კარგი საქმის კეთების შესაძლებლობს მაქვს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved