“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, გირგი გუგავა წერს, რომ აქციაზე დგომის გამო გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მას საბანკო ბარათები დაუყადაღეს, მათ შორის ის ბარათიც, რომელზეც ყოფილი დეპუტატისთვის განკუთვნილი პენსია ერიცხებოდა.
“გამოუვალი მდგომარეობა რომ არ მქონდეს ვერ შეგბედავდით ამ თხოვნას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. აქციაზე დგომის გამო შშს-მ დამაჯარიმა 5000 ლარით, რაც სასამართლომ გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა, რის საფუძველზეც დამიყადაღეს ყველაფერი, მათ შორის საპენსიო ბარათიც, რაც ჩემთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. მოკრძალებული თხოვნა მექნება იქნებ დამეხმაროთ ამ ჯარიმის გადახდაში”- წერს პოლიტიკოსი.














კომენტარები