რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან 19 წლის პაციენტი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
სააგენტოს მამა დაუკავშირდა:
„ჩემი შვილი დღეს დილით გაიქცა ფსიქიატრიულიდან, ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმარეთ მის მოძებნაში. აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა, არ არის აგრესიული, უფრო შიშის ნიშნები აქვს.
ახალგაზრდა არის ფეხშიშველა, ტანთ აცვია ლურჯი ზედა-ქვედა კაპიშონიანი სპორტულები”, – აცხადებს გოგა ტურიაშვილი.
კომენტარები