წისქვილკომბინატები გამოწვევის წინაშე არიან. მათი ნაწილი უკვე დაიხურა, რამდენიმე ათეული კი ამავე საფრთხის წინაშე დგას. თუ ხელისუფლება ფქვილის და ხორბლის იმპორტის გადასახადს არ დაასტაბილურებს, უსამსახუროდ კიდევ ბევრი ადამიანი დარჩება.
ეკონომიკის მინისტრი პასუხისმგებლობას სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს აკისრებს. ნათია თურნავას თქმით, ის მზად არის ცაერთოს პროცესში და ერთად მიიღონდ გადაწყვეტილებები, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ვერ აზუსტებს რა სახის გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.
ჩემი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და შესთავაზებს მათ შეხვედრას. ჩვენც, რასაკვირველია, ჩავერთვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს პრობლემები და ამაზე ვიმუსავებთ ერთობლივად, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ისეთ სენსიტიურ სფეროში როგორიც არის ხორბალი და ფქვილი, პურს რაც შეეხება, ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ფასების გაძირება არ მოხდეს, – ამბობს ნათია თურნავა.
სფეროს წარმომადგენლები ამ დრომდე პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.














კომენტარები