• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დახმარებისთვის მივმართე თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს“ – „კარტოგრაფების საქმეზე“ არქიმანდრიტი კირიონის ჩვენება ცნობილია

ალია ავტორი - ალია
13:20 10-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

არქიმანდრიტი კირიონის ჩვენებას, რომელიც კარტოგრაფების საქმეში მთავარი მოწმეა, „ფორმულა“ ასაჯაროებს.

მამა კირიონი ჩვენებაში საუბრობს რუკაზე, რომელიც გამქრალი იყო და აღნიშნავს, რომ საკითხის შესახებ ჯერ ირაკლი ალასანიას შეხვდა, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილს.

„ფაქტობრივად, დღეის მდგომარეობით, ქართული მხარისათვის დაკეტილია მონასტერი უდაბნო ვერანგარეჯთან ერთად. აღარაფერს ვამბობ ჩიჩხიტურზე და მით უმეტეს ბერთუბანზე, რომლებიც ასევე დაკეტილია ქართული მხარისათვის. ამის შემდგომ მე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ყველა დოკუმენტაციის და კარტოგრაფიული მასალის მოძიება. ჩემი რამდენიმეხნიანი კვლევის შედეგად მოვიძიე მცირე მასალები, მაგრამ ეს სერიოზულ ხარისხს ვერ ქმნიდა.

ამიტომ დახმარებისთვის მივმართე იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას. მან გულისყურით მომისმინა, დაიტოვა ჩემს ხელს არსებული მცირე მასალები და პირობა მომცა, რომ ამ საკითხს მაღალ პროფესიულ დონეზე გამოიკვლევდა…ჩვენ მოვიარეთ მრავალ დაწესებულება და მრავალი არქივი, მოვიძიეთ საჭირო დოკუმენტაციები.

ამ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა გაუგებრობით და უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე – პირველი, რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა, ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე, რომ ამდაგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და ივერი მელაშვილი, მისდა სამარცხვინოდ ამ ყველაფრის შემსრულებელი იყო.

ამ ყველაფრის მიმართ ივერი მელაშვილის პოზიციების გამართლება და მისი დაცვა დაიწყო იმჟამინდელმა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჯალაღონიამ. მე მის პოზიციებზეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება. მასაც შევახსენე მისი სრულიად უპრინციპო ხელმძღვანელობა ამ კომისიაში,“- კირიონი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved