• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ – „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

ალია ავტორი - ალია
12:20 12-21-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ – „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს მიმართავს და „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art – მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ტოიოტას გლობალური საბავშვო კონკურსის მიზანი პლანეტის საუკეთესო მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ ახალი თაობის გაერთიანებაა. მისი თქმით, ბავშვებისა და მოზარდების მხრიდან ტოიოტას ამ უდიდესი საერთაშორისო კონკურსით დაინტერესება საქართველოშიც მზარდია და მსურველთა რეგისტრაცია ცენტრში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

„საერთაშორისო საბავშვო კონკურსის ორგანიზებით, ტოიოტა პოპულარიზაციას უწევს ჩვენი პლანეტის საუკეთესო და უსაფრთხო მომავლის იდეას და ამ იდეის გარშემო ახალ თაობას აერთიანებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქტიურად არის ჩართული ეროვნულ დონეზე საბავშვო კონკურსის ორგანიზებაში. ტოიოტა ასე მიმართავს მსოფლიოს ახალ თაობას, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს: „დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“. ბავშვებს შეუძლიათ ფართო გასაქანი მისცენ თავიანთ ფანტაზიას და ვთქვათ, დახატონ: ყველაზე უცნაური მფრინავი ავტომობილები, რომლებიც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარებიან; ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კოსმოსური ჰოვერბორდები, რომლებიც აქრობენ გაჩენილ ხანძრებს, განადგურებისგან იცავენ ფლორას და ფაუნას; ავტომობილები, რომლებიც ასუფთავებენ ოკეანეებს და ზღვებს; გასაოცარი ყველგანმავლები, რომლებიც გადაადგილდებიან მთვარეზე ან პლანეტებზე და მრავალი სხვა. ტოიოტას სწორედ ეს აინტერესებს, თუ როგორი იქნება ბავშვის წარმოსახვაში მობილობის მომავალი და რამდენად უსაფრთხო იქნება ის სამყაროსთვის. სასიხარულოა, რომ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო ხატვის კონკურსში მონაწილეობის სურვილს ბევრი ბავშვი გამოთქვამს. მზად ვართ, მათ დავეხმაროთ, რომ თავიანთი ოცნებები საერთაშორისო საზოგადოებას გაანდონ. ჩვენი სურვილია, საქართველოში მცხოვრებ რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწვდინოთ ხმა, რომ Toyota Dream Car Art-ის კონკურის მიმართ მათაც გაუჩნდეთ დაინტერესება. იმისათვის, რომ ბავშვები ტოიოტას 2023 წლის გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, მათ კონკურსში მონაწილეობა, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში უნდა მიიღონ. კონკურსში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსის პირობებისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv

მისივე განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბავშვებმა განაცხადი და საკონკურსო ნახატი („ოცნების ავტომობილი“), მშობლის თანხლებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ, გამარჯვებულ 9 ნამუშევარს კი კომპეტენტური ჟიური სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გამოავლენს.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებული ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გმოგვიგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია საკონტაქტო ნომერზე: 032 2511. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან Toyota Dream Car Art-ის კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სპეციალურად მოწვეული კომპეტენტური ჟიური „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ ბავშვებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. შემდეგ კი, 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს“, – აცხადებს  თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art–ის ეროვნულ დონეზე, საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ტოიოტას მე-16 საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved