• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ – „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

ალია ავტორი - ალია
12:07 01-18-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,511

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას გლობალურ საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. ბავშვებმა და მოზარდებმა „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-15 გლობალურ საბავშვო კონკურსში „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) მოსახვედრად განაცხადი და ნახატი 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არვრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხატვის საერთაშორისო საბავშვო კონკურსი „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ.

„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ – ეს ტოიოტას გლობალური საბავშვო კონკურსის სლოგანია, რომელიც ჩვენი პლანეტის საუკეთესო მომავლის შექმნის იდეიის ირგვლივ მსოფლიო საზოგადოებისა და მომავალი თაობების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს, მათ მშობლებს ხმა მივაწვდინოთ, რომ მათაც გაუჩნდეთ Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობისა და ამ სლოგანის გაზიარების სურვილი. იმ მიზნით, რომ ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა მათ, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. კონკურში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდს შეუძლია. საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მიმდინარე წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა შეიტანონ. რაც შეეხება „ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობებს, აპლიკაციის ფორმასა და მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მათი გაცნობა შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3dW5po1

„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარადგინონ 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გაგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ნომერზე: 032 2511. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და „ტოიოტას ოცნების ავტომობილით“ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ“, – აცხადებს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. მსოფლიოს

სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved