შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში კომპლექსური ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის – ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის, თურქეთის, კოტ-დივუარის, სუდანის, ნიგერიის, იორდანიისა და ინდოეთის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.
ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროული გამოვლენა და ქვეყნიდან გაძევება.














კომენტარები