დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე – 34 წლის თამაზ შოშიტაშვილს ხელბორკილები დედაქალაქის ცენტრში დილის 7:00 საათზე დაადეს.
ახალგაზრდა მამაკაცი სუს-ის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
სავარაუდოდ, საქმე კორუფციულ თემას ეხება. არსებული ინფორმაციით, შოშიტაშვილმა შპს დააფუძნა, სადაც ფიქტურად აფორმებდა ადამიანებს, რომლებიც სახელმწფოსგან 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ.
ბრალდებულს თანხის ნაწილის აღებაში ადანაშაულებენ.
სპეცოპერაციის შედეგად, სულ სამი პირია დაკავებული.
კომენტარები