• რეკლამა
  • კონტაქტი
23:22, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაკავებული ელისაშვილი უმოწყალოდ სცემეს” – ადვოკატი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
11:30 11-30-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

ალეკო ელისაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლებით წარუდგენენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალს.

ადვოკატები და თავად ელისაშვილიც ითხოვს გასაჯაროვდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ცხადყოფს, როგორ ვითარდებოდა ადგილზე მოვლენები.

უფლებადამცველის თქმით, ხელბორკილებდადებულ ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც მისი დაზიანებებიც ცხადყოფს. პოლიტიკოსს სილურჯეები სახის არეში აღენიშნება.

ინტერესების დამველი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს შეუძლია იმ მანდატურების ამოცნობა, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შსს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიტიკოსს, უბრალოდ, თან ჰქონდა, ის მის გამოყენებას არ გეგმავდა, თუმცა იარაღი ძირს დაპირისპირებისას დავარდა.

“დღეს ველოდებით ჩვენ ბრალის დადგენილების ჩაბარებას და ხვალ  უკვე სასამართლოს, სადა სასამართლო იმსჯელებს აღკვეთთან დაკავშირებით. არ ვიცით ბრალდების დადგენილების ჩაბარების შემდგომ იქ რა მუხლები იქნება მითითებული. 

ის ქმედება, რაც მან ჩაიდინა, ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა უსამართლო სასამართლოს მიმართ და სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასმართლოს. ეს იყო მისი პოზიცია და მისი დამოკიდებულება. რაც შეეხება რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იარაღით ემუქრებოდა მანდატურის თანამშრომლებს, ეს არის სიცრუე, რადგან ის მას ტანსაცმლის შიგნით ჰქონდა და დაკავების შემდეგ ამოვარდა. კამერების გასაჯაროების შემდეგ ჩვენ ნათლად დავინახავთ თუ რეალურად რა ხდებოდა, რომ იარაღი მას შემდეგ ამოვარდა და დაკავების შემდგომ, რაც ხელბორკილი დაედო ალეკო ელისაშვილს, როგორ უმოწყალოდ სცემენ დაჭერილ, დაკავებულ პირს, – ამბობს გიორგი რეხვიაშვილი.

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved