• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაკავებულ “ოცნების” მაღალჩინოსნებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად“ – გვარამია

ალია ავტორი - ალია
12:08 02-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

დაკავებულ “ოცნების” მაღალჩინოსნებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად – ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა.

პოლიტიკოსის თქმით, ისევე როგორც ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ისე “ქართული ოცნების” დაკავებულ ყოფილ ლიდერებს “თავისუფალი სასამართლო არ ღირსებიათ”.

აქ ვინც „ქოცები“ არიან, ახლა თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი, რომ მოჰყვება, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. ამ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი დაწწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” მისივე ყოფილ წევრებს ცოლებისა და დედების თავისუფლებით ევაჭრება.

რეჟიმს პოლიტპატიმარი სჭირდება კი არა, საწვავია მათთვის რეალურად, იმიტომ, რომ შიშია ამათი მთავარი საწვავი. ჩვენ თუ ვპროვოცირებთ ამ შიშს, გვეშინია და ა.შ, ეს არის ერთადერთი საწვავი, რომელსაც თავის დანგრეულ ავტომობილში ისინი ასხამენ, თუ ეს არ იქნება გინდა პოლიტპატიმრების დამატების გამო არ შეგვეშინდება, გინდა სხვა რაღაცების გამო, გინდა იმ კანონების გამო, ეს საწვავი უბრალოდ არ იარსებებს და მათი ეს დრანდულეტი ვერ დაიძვრება წინ პირიქით, ჯართში იქნება ჩაბარებული” – დასძინა პოლიტიკოსმა.

8-თვიანი პატიმრობის შემდეგ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა.

გვარამია 2025 წლის 13 ივნისს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო დააკავეს. გვარამიას გარეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved