• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაკავებას იმიტომ გადაურჩა, რომ ირაკლი ალასანია გამოსარჩლებია – ნამდვილი ამბავი” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
16:48 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
? ნამდვილი ამბავი:
?კარგად ცნობილ სოფელ ატოცში, ქვედა მიმართულებაზე, პირველი მავთულხლართები 2013 წელს გაავლეს. ატოცში მაშინ სიტუაციას შსს-ს სპეცრაზმი აკონტროლებდა. ერთერთი დანაყოფის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი იყო, მეტსახელად “კადაფი”: აფხაზეთში ნაომარი, პატრიოტი, მკაცრი, დისციპლინის მოყვარული ყოფილა.
?მავთულხლართების გავლების მეორე დღეს დილიდან უხასიათოდ იყოო, თვითმხილველები ჰყვებიან.
როცა პოსტზე (მაშინ ზემო ატოცში პოლიციის პოსტები ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული) სადილი მოიტანეს, პატარა სუფრა გაიშალა და პოლიციელები მიუსხდნენ, “კადაფი” უცებ წამოხტა, პური მაგიდაზე დაახეთქა და წამოიძახა: “რა მაჭმევს პურსა, რა!..”, – მერე კი “პიკაპს” მოახტა, დაქოქა და პირდაპირ მავთულხლართებისკენ აიღო გეზი, დაერია ბოძებს და სულ წააქცია – ზემოდან ქვემოთ ჩაუყვა ასე, მერე ეს ბოძები მოაგროვა, მანქანის ღია ძარაზე დაყარა, რაც დაეტია და ატოცის პოლიციაში ჩაიტანა, იქ გადმოცალა და გაოგნებულ კოლეგებს უთხრა: ეს მე გავაკეთე პირადად, სხვებს არაფერი დააბრალოთ და რაც უნდათ, ის მიქნანო…
?დიდი ამბავი ატყდა: ევროკავშირის დამკვირვებლები, ატოცში ოსური და რუსული მხარეები, ცხელ ხაზზე რეკვა… “კადაფი” თბილისში დაუბარებიათ სასწრაფოდ, თუმცა, დაკავებას და სისტემიდან გაშვებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ირაკლი ალასანია (მისი გაზრდილი ყოფილა, ალასანია კი იმ დროს თავდაცვის მინისტრი იყო) გამოსარჩლებია.
?“კადაფი” თავდაცვის სამინისტროს სათაო ოფისში, კაბინეტურ სამუშაოზე გადაიყვანეს, ატოცში პოლიციის პოსტი გააუქმეს, რუსმა ოკუპანტებმა კი მავთულხლართები ხელახლა გაავლეს და სამუშაოები ორ დღეში დაასრულეს…
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ბუნება გამოსახულება
თეგები: ლაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved