• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაკაწრული ხელ-ფეხით, მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც ცაში გაფრინდა…“

ალია ავტორი - ალია
11:10 08-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
574

სოციალურ ქსელში სტიქიით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის წევრი, აიკო (მთვარისა) ჩაგელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დედამიწას უჭირს, ქვეყნებს უჭირთ, ოჯახებს უჭირთ… ომით, ცეცხლით, წარღვნით და რა ვიცი, კიდევ რით… მე კი მიჭირს ჩემი ოჯახი. ჩემი და, დისშვილი, სიძე, ახლობლები. მათი ყურება მიჭირს. მიჭირს საკუთარი ძმა, რომელიც დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა, სხეულიანად მგონი. რადგან იყო ულამაზესი, მხიარული, ნიჭიერი, მოსიყვარულე, მართლა ანგელოზი იყო დედამიწაზე, ამ უღმერთო სამყაროში. კიდევ მიჭირს ამდენი ბოროტი ადამიანი ამ სივრცეში.

მიჭირს. სახელმწიფო, სახელმწიფო ჩემთვის დღეს მფრინავები, მაშველები, ჯარისკაცები არიან, ვინც დღე და ღამე ეძებენ ადამიანებს იმ იმედით, ოჯახებს მიცვალებულები მაინც რომ დაუბრუნონ …. მადლობა მათ ამისთვის.. მადლობა, ისინი უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ… მიჭირს ყველა გარდაცვლილი და მათი ოჯახები.. მიჭირს ჩემი ბავშვობა – შოვი,  უამრავი მოგონებებით, რომელიც გაქრა. ულამაზესი შოვი…

… და კიდევ რაჭის სტიქიებს წინ ვერაფერი დაუდგება, ბუნებამ ძალიან იცის გაბრაზება… ხო, დღეს ვარკეთილის დასახლებიდან ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ… ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს… მენანებით, სიტყვები ვერ ამბობს ამ დარდს და მწუხარებას,“ – წერს მაიკო (მთვარისა) ჩაგელიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved