საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც ამ წუთებში ბრიფინგს მართავს, დაუსვეს კითხვა ეკლესიასთან დაკავშირებით, კერძოდ, ნახა თუ არა ბზობას ეკლესიაში გადაღებული კადრები, რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი და დაჯარიმდნენ თუ არა ისინი:
“დაჯარიმებები იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაჯარიმდა ყველა ის ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია. ეს რთული საკითხია.
კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა – კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი – არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას წარმოადგენს.
სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან ისე უნდა გამოვიდეთ გამარჯკვებულები, რომ არ უნდა დავანგრიოთ, არც სახელმწიფო, არც ეკონომიკა და არც ეკლესია. რთული გამოწვევაა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვს არავის.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვიცნობიერებული პასუხისმგებლობა.
ის სამწუხარო კადრები, ხშირ შემთხვევაში გაურკევევლი და ზღვარს მიღმა კადრები – რაც ვიხილეთ, ყველამ ვნახეთ, გარდა ამისა, სამაგალითო გახდა და მთელმა მსოფლიომ იხილა ის კადრებიც, როგორ იცავენ ქართულ ეკლესიებში დისტანციას მორწმუნეები.
ბალანსი უნდა ვიპოვნოთ ისე, რომ ეკლესია არ დაიკეტოს.
კომენტარები