• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაჯარიმება და სანქციების მყისიერი აღსრულება – “ოცნება” მედიას ახალ შეზღუდვებს უწესებს

ალია ავტორი - ალია
17:19 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

კომუნიკაციების კომისიის მიერ პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დაჯარიმება და ამ სანქციების მყისიერი აღსრულება შეეძლება, სასამართლო განხილვისა თუ გასაჩივრების უფლების გარეშე.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მარეგულირებელ ორგანოს, ასევე შეეძლება, სამაუწყებლო ეთერებში განთავსებული ვიდეო და სარეკლამო რგოლების შინაარსში შევიდეს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.

ცვლილებებს კრიტიკულად უყურებენ მედია, ოპოზიციურ და სამოქალაქო სექტორებში.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, ისედაც დიდი ძალაუფლების მქონე მარეგულირებელი კომპანიისთვის კიდევ უფრო დიდი ძალაუფლების მინიჭება ევროპულ სტანდარტებში არ ჯდება.

“ცვლილებები, რომელიც აქვს შემოთავაზებული ფორმალურად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ფაქტობრივად “ქართულ ოცნებას”, ის გულისხმობს სიძულვილის ენის კომისიის რეგულირებაში გადატანას, რაც გაუხსნის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი კრიტიკული მაუწყებელი მისი შეხედულებისამებრ დააჯარიმოს.”, – ამბობს სიმონიშვილი.

ამ ცვლილებების ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალებებიც შეუერთდნენ, თუმცა იგი “ქართულმა ოცნებამ” არ მიიღო.

თამარ კორძაიას აზრით, მედიის კონტროლს არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, არამედ თავად მაუწყებლების მიერ შექმნილი საბჭოები უნდა ახდენდნენ.

“ჩვენი შეთავაზებით, ევროკავშირის რეგულაციები სრულდება და უკეთესად სრულდება, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება რომ მაგალითად სიძულვილის ენა და პასუხის უფლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველი კი არ იყოს, თავად ტელევიზიებმა შექმნან ასეთი საბჭო, რომელიც ამაზე იმსჯელებს.”, – განაცხადა კორძაიამ.

კრიტიკას “სისულელეს” უწოდებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე და ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება და საბოლოო დასკვნის დადებამდე სანქციების გარეშე ამოქმედდება.

“გაიგზავნება ეს დოკუმენტი დასკვნისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამ ექვსი თვის განმავლობაში, თუ იქნება რაიმე შენიშვნა, ჩვენ გვექნება ამ შენიშვნებზე მსჯელობა, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში ეს კანონპროექტი ამოქმედდება სანქციების გარეშე.”, -ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი კანონი სამაუწყებლო კომპანიებს საშუალებას უტოვებს მათთვის დაწესებული ჯარიმა გაასაჩივრონ.

,,მთავარი არხი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved