• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიწყეს ცემა, ფურთხება… პოლიციის უფროსი მეუბნება, ქვეყანა დატოვე, თორემ იარაღს ჩაგიდებდთო” – საგარეჯოში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
12:55 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

პოლიციელის ცემის ფაქტზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთში ორი ბრალდებულის პროცესი დაიწყება. “მთავარი არხისთვის” სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთა საუბარში ყვება, რომ პოლიციის უფროსმა ქვეყნის დატოვებისთვის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის ჩადებით დაემუქრა.

“ხალხს რომ მომარიდეს და დერეფანში შემიყვანეს, უკვე დამიწყეს ცემა-ტყეპა რა, ანუ თავში ჩარტყმა, შეურაცხყოფა, ფურთხება, ვერ ავიტანე რა და მერე უკვე მეც დავიწყე გინებაც დავიწყეთ, მეთქი რას მიშვებით, რა გინდათ. […] დაბლა მომხდარა სხვა ჩხუბი, იმ ბავშვებმა მერე დაიწყეს ეგ ჩხუბი მაგან რომ შეურაცხყოფა მიაყენა. [პოლიციელმა რომ შეაგინა შემდეგ დაიწყო დაპირისპირება].

იარაღი რომ არის ნახსენები, მაგაზეც გავერკვიე, პოლიციის უფროსი და მოადგილე მეუბნება მთვრალიც რომ იყოო, გინდა მთვრალი არ იყოო, სადმე ისეთ ადგილზე მოგაკაროთო მაინც ჩაგიდებთო და მაინც გაგაფუჭებთო, რა აზრი აქვს, პოლიციის უფროსი და მოადგილე, დატოვე რაიონი, ქვეყანადატოვეო, დამიჯერე, რომ გაგიჩალიჩებთო, აი როგორ მოვიქცე, სამართალი არ არის”, – ყვება მოქალაქე.

საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პირი არასრულწლოვანია, შესაბამისად სასამართლო პროცესს მედია არ ესწრება.

ცნობისთვის, 7 იანვარს საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – მიზეზი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იყო, რომლებიც ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბში პოლიციელები ჩაერივნენ – სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა. ნაცემია პოლიციელი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი. მას ადგილობრივმა თავში ბოთლი ჩაარტყა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved