“დაიცავი განათლება” – თბილისში კიდევ ერთი აქცია ჩაინიშნა. 9 მარტს ქუჩებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გამოდიან.
მსვლელობა 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე გაიმართება. იქნება სიტყვით გამოსვლები.
“ოცნების” განათლების რეფორმა საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს – წერია განცხადებაში, რომელიც პროფესორებმა განათლების სამინისტროს წინ რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეს.
“მოგესალმებით. ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, შევიკრიბეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს.
ამდენად, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ განათლება და შევუერთდეთ 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას.
(მსვლელობა დაიწყება 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან, გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და დასრულდება განათლების სამინისტროსთან)
ვიცავთ განათლებას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.














კომენტარები