• რეკლამა
  • კონტაქტი
11:58, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიცავი განათლება” – დედა ენის ბაღში აქცია იმართება

ალია ავტორი - ალია
15:48 02-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

“დაიცავი განათლება” – ამ სახელწოდების ღონისძიება ამ წუთებში დედა ენის ბაღში იწყება. ადგილზე ახალგაზრდები და მათი ლექტორები იკრიბებიან. მოქალაქეები კობახიძე-მიქანაძის ე.წ. განათლების რეფორმას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილე ანა პეტროსიანი კობახიძის განათლების რეფორმას “დეფორმას” უწოდებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა ამას მოჰყვეს.

ეს არ არის რეფრომა, ეს არის “დეფორმა”, იმიტომ, რო სტუდენტებს ართმევენ განათლების საშუალებას, სტუდენტებს ართმევენ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, იმიტომ, რომ ისინი ირჩევენ კონკრეტულ უნივერსიტეტს კულტურისა და ისტორიიდან გამომდინარე და დღეს თუ ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი ამ სიტუაციაშია, ჯავახიშვილსაც იგივე მოუწევს, იმიტომ, რომ ჩვენთან თუა მინიმუმ ადგილები შემცირებული და შეამცირეს ფაკულტეტების მიღების რაოდენობები, ილიას უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, დახურეს და ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი მსგავსი საჩივრების წინაშე დგას, იმიტომ, რომ თუ ადამიანს იმიტომ უნდოდა, დავუშვათ, ქუთაისში ჩაბარება, რომ მის საცხოვრებელთან ახლოს იყო და ახლა სამართალზე ქუთაისის უნივერსიტეტში ვეღარ ჩააბარებს და მოუწევს თბილისში წამოსვლა, ეს არის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული აბიტურინეტებისთვის და ეს არანაირიად არ არის სიკეთის მომცემი, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, – ამბობს ანა პეტროსიანი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების არგუმენტები მათთვის დამაჯერებელი არ არის. მათი თქმით, ინიციატივა ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრის მიუხედავად, რეალურად სისტემურ პრობლემებს ვერ პასუხობს.

ერთ-ერთი სტუდენტი მიიჩნევს, რომ „ერთი უნივერსიტეტი — ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, მისი შეფასებით, ბოლშევიკურ მიდგომას წააგავს და აკადემიურ მრავალფეროვნებას ზღუდავს.

“ქართულ ოცნებას” რომ მოვუსმინოთ, საქმე დგას ძალიან მარტივად, ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ ხარისხის და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. ჩვენ, სტუდენტები, აქ ვინც ვიკრიბებით და საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამას ვაპროტესტებთ, ამ დეფორმას, ვამბობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ 14 წლის განმავლობაში იმდენი გააკეთა, ისეთი ნეპოტიზმი დანერგა საქართველოში, რომ ქართველ სტუდენტობას, ახალგაზრდებს, გული აუცრუა სწავლაზე. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, იყოს აკადემიური მოსწრების დაბალი დონე უნივერსიტეტებში. ის ხელოვრნუი ჩარევები, თითქოს ერთი უნივერსიტეტი – ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, ეს არის ბოლშევიკური მიდგომა, რომელიც უნივერსიტეტებს არ აძლევს საშუალებას, უნივერსალური განათლება მიაღებინოს სტუდენტებს, – ამბობს აქციის მონაწილე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved