“სირცხვილია” იმ პოლიციელების ფოტოსურათებს ასაჯაროებს, რომლებმაც მათი ინფორმაციით, 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე და წერს:
“ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 17 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია.
აქ ჩამოთვილი პოლიციელების გარდა, ძალადობის აქტში მონაწილეობა მიიღო სხვა არაერთმა თანამშრომელმა. მათ სახელებსა და გვარებს პერიოდულად გავასაჯაროებთ.
კომენტარები