• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიკარგა კანდელაკის მაისური და ტელეფონი” – რა მოხდა ჩემპიონის ვაჟის სასამართლო პროცესზე?

ალია ავტორი - ალია
00:29 06-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

თარაშ კანდელაკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორ ია მეფარიშვილის განმარტებით, ამის საფუძველს ის აძლევს, რომ ეს მძიმე ბრალდებაა და არსებობს მისი მიმალვის შესაძლებლობა.

პროკურორის განცხადებით მოწმეებზე ზეწოლისა და დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სწორედ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

მაისური, რომელიც თარაშ კანდელაკს იმ ღამით ეცვა, დაიკარგა. გამოძიებამ ვერც მის მობილურ ტელეფონს მიაგნო, პროკურორის ინფორმაციით ბრალდებულს არ გამოუჩენია გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.

„იმისთვის რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და მას ხელი არ შეეშალოს, ერთადერთი ადეკვატური ღონისძიება პატიმრობაა” – განაცხადა პროკურორმა ია მეფარიშვილმა.

ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. თარაშ კანდელაკის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს.

თარაშ კანდელაკის უფლებადამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შერჩევაზე.

შუამდგომლობა ასევე მოიცავდა თარაშ კანდელაკისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 31ივლისს 13საათზე ჩაინიშნა.

საქმეზე გამოძიება 217 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved