• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაიჯერეთ – არ არსებობს ერთი რამეც, რასაც არ იკადრებენ ხელისუფლებაში დასარჩენად“ – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
17:05 08-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
518

ჟურნალისტი ვახო სანაია:

„თანდათან ჩამოყალიბდა კასტა, რომელმაც დაამკვიდრა ერთგვარი მოდა – ავტორიტარული რეჟიმის ვერსიებსა და ოფიციალურ დასკვნებს თითქმის უაპელაციო ეთანხმება.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ კასტას განეკუთვნებიან რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანები.
სხვათა შორის, ესეც ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. რეჟიმები, რომლებიც საზოგადოებაზე ძალმომრეობით იმარჯვებენ, ტოვებენ განცდას, რომ თავისას ყოველ ჯერზე გაიტანენ, მათ დასკვნებში ეჭვის შემტანებს კი მძლავრი პროპაგანდის გამოყენებით მარგინალებად, პარანოიკებად და შეთქმულების თეორიების მოყვარულებად აქცევენ.
ბევრჯერ მოახერხა ეს ,,ქართულმა ოცნებამ” თავისი მანიპულაციებითა და პროპაგანდით. შესაბამისად, ჩამოყალიბდა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა კატეგორია, რომელსაც საეჭვო თემებზე თამამად მსჯელობა აშინებს და ამ გზით ერთგვარად თავს იცავს.
ზუსტად იგივე ხდება ახლა გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაზეც. რა შეკვეთაც მისცა რეჟიმმა, ის დაწერა ამ სახელმწიფო დაწესებულებამაც. ამ დოკუმენტმა გაიარა პარტიული ფილტრი, გამოიყვანეს მინისტრი და სააგენტოს ხელმძღვანელი და ამტკიცებინეს, რომ შეუძლებელი იყო პრევენციაც და რეაგირებაც. რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გარკვეული ნაწილი (მცირე) დამუხრუჭდა, იქნებ მართლაც ასე იყო და აღარ ღირს შემდგომი კვლევა-ძიება ?
უჭირავთ პოზა – ასე როგორ გააყალბებდნენ ? არადა თავადაც ფიქრობენ, რომ გაყალბებულია, მაგრამ ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო ურჩევნიათ პოზა შეინარჩუნონ.
გაყალბების ფაქტებით სავსეა ,,ქართული ოცნების” 11-წლიანი მმართველობა. როცა რეჟიმს სჭირდება, ყველაფერზეა წამსვლელი. არ მეგულება რაიმე ბოროტება, რაზეც არ წავლენ. ერთი საკითხიც არ არსებობს ამ რეჟიმისთვის, რომელიც უფრო მაღლაა, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა. ასეთი სისტემაა ჩამოყალიბებული. ამ სისტემის მეთაურს სასიკვდილო საფრთხედ მიაჩნია ძალაუფლების დაკარგვა და ნებისმიერ ნაბიჯზე წავა. ვიღაცას რომ ვერ წარმოუდგენია, ისეთ ნაბიჯებზე, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აღიქვამს ძალაუფლების დაკარგვას.
შოვი მათთვის ახლა ერთადერთ პრიზმაში მოჩანს – მათი აზრით, შოვი მათ ძალაუფლებას ემუქრება. ამიტომ კადრულობენ ყველაფერს. ეს ძალიან მასშტაბური გამოწვევაა მათთვის – თავად ის ფაქტი კი არა, რა ჯოჯოხეთიც იქ დატრიალდა, არამედ ის, რაც ახლა ხდება, როცა საზოგადოებაში დიდი ბრაზია ხელისუფლების მიმართ.
ასეთ ვითარებაში სახელისუფლებო სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს რომ იმას გამოაქვეყნებინებდნენ, რაც მოვისმინეთ, ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ?
სულ რომ არაფერი ვიცოდეთ შოვის ამბებზე, ისედაც არანაირი ნდობა მაგ დასკვნას არ ექნებოდა, მაგრამ ახლა, როცა უბრალოდ ამდენი რამ ვიცით მომხდარის შესახებ და კიდევ ბევრს გავიგებთ, როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად იმსჯელოს ამ დოკუმენტზე ?!
რაც შეეხება მაგალითებს.
გავიხსენოთ ერთი ფაქტი, რომელიც მთლიანად ანგრევს ყველანაირ ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა გახარიამ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში თავისი ნარკოტესტი არ ჩააბარა და ანალიზი საზღვარგარეთ გაიკეთა. ამით თქვა, რომ გაყალბება შესაძლებელია. მე ხომ არ ვიხილავ, რატომ არ ჩააბარა აქ – მთავარია, რა თქვა ყოფილმა პრემიერმა ამ ნაბიჯით. თქვა, რომ საქმეების გაყალბება შესაძლებელია, თუ ექსპერტიზა ზემოდან მიიღებს დავალებას.
გავიხსენოთ სარალიძის საქმე. ჩვენი თვალით და ჩვენი ყურით ვისმენდით პირდაპირ ეთერში და ყველა დარწმუნდა, რომ საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო. ისეთ დონეზე იყო გაყალბებული, კომისიის სხდომები პირდაპირ ეთერში რომ არ გადაცემულიყო, არავინ დაიჯერებდა იმ დეტალებს.
გავიხსენოთ სულ ახლახან მომხდარი ფაქტი – მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა. მედიას რომ სწრაფად არ ემოქმედა, შეგვრჩებოდა ხელში ,,გაბრაზებული მოქალაქე, 4 შვილის მამა”, რომელიც ეკლესიის დაცვის ეგიდით დაესხა თავს მშვილდაძეს. კი, იმ ერთ კადრსაც გვაჩვენებდნენ, როგორც ურტყამს ვინმე გუგეშაშვილი მშვილდაძეს, მაგრამ არაფერი გვეცოდინებოდა, რა ხდებოდა გარშემო სუსის აგენტებით გატენილ პერიმეტრზე. აი, მერე თუ დაიწყებდნენ ადამიანები ეჭვის გამოთქმას, რომ ეს შეკვეთილი ამბავი იყო, გამოაცხადებდნენ პარანოიკად.
კი, იყო შემთხვევები, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ მოახერხა უტყუარი, მყარი მტკიცებულებების მოპოვება და გაუვიდა ხელისუფლებას თავისი, თუმცა ბოლომდე ვერ ჩაკლეს თემები. უბრალოდ, ისევ მარგინალიზაციის შიშის დამკვიდრებით, შეძლეს და მიანავლეს საქმეები. არ არის ადვილი ასეთი რეჟიმის პირობებში ყველაფერზე ამომწურავი პასუხის გაცემა.
ეჭვი, ძიება და მტკიცებულებების მოპოვება – ესაა ჩვენი ვალდებულება და არა ის, რითიც ზოგიერთია დაკავებული.
დაიჯერეთ – არ არსებობს ერთი რამეც, რასაც არ იკადრებენ ხელისუფლებაში დასარჩენად. დაფარული ფაქტები კი არა, 2008 წლის ომი გადაწერეს.
ასე რომ, შოვზე ხელისუფლების ეგ დასკვნა ისედაც ნათელი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, რომ გაყალბებულია, რადგან სიტყვასიტყვით იმეორებს პარტიული მუშაკების წინა დღეების ზეპირ განცხადებებს და მათ, ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, შეუძლებელია, ცოდნოდათ იმ მომენტში სტიქიის მეცნიერული დეტალები, უბრალოდ, გამოძრომას ცდილობდნენ. გარდა ამისა, რაც მთავარია, ისედაც ვხედავთ, რომ ტყუილია, რადგან ფაქტები სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს.“
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved