ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აგვისტოს ომის გმირი, მფრინავი სოსო ოსორაული სამი წლის წინ კონგოელმა ამბოხებულებმა დაატყვევეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ხელისუფლებას განცხადებაც კი ვერ გავაკეთებინეთ. საგარეო უწყება, სულ დამუნჯდა.
დამუნჯდნენ მაშინაც, როცა გამტაცებლებმა სოსოს გამოსახსნელად გარკვეული თანხა მოითხოვეს.
მისმა ახლობლებმა დაიწყეს ფულის შეგროვება. აუქციონის ჩატარებაც გადაწყვიტეს. მაშინ დაგვიკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილი და თავისი საკოლექციო იარაღი შემოგვთავაზა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.
დღეს ირაკლიც ტყვეა, გავრილოვის ტყვე.
მინდა მჯეროდეს, რო მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს და მშობლებს.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს.”
კომენტარები