• რეკლამა
  • კონტაქტი
03:57, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაგვეხმარეთ, მოსახლეობის დამყოლობაში, ხალხს თქვენი სჯერა! – გამყრელიძე წმინდა სინოდს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
18:53 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს:

“მოგეხსენებათ რომ ქართული ეკლესია არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ყველას ჩვენ გვჯერა ეკლესიის და მადლობა მინდა ვთქვა, რომ პანდემიის დაწყებისას შარშანდელ პერიოდში, როგორი პოზიციით მოგვეხმარა მთლიანად ეკლესია და განსაკუთრებით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომ ჩვენ მინიმალური დანაკარგით გამოვედით. იცით რა რთული პერიოდი გვქონდა, წინასააღდგომო, მისი შემდგომი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში [ვაქცინაციის] განსაკუთრებულია.

ტყუილად არ ვთქვი მე რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში,  ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ვაქცინაცია მეცნიერულად დასაბუთებულია და მოგეხსენებათ, ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს ძალიან სინერგიული დამოკიდებულება. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეკლესია მუდამ ეყრდნობოდა დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული. 

ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო მეტად. ამიტომ გთხოვთ რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის.”

“ალია” შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჯერ ისევ არ აცრილა ასტრაზენეკას ვაქცინით.

“ალია” შეგახსენებთ, იმასაც, რომ  71 ათასი მედმუშაკიდან ვაქცინის პორტალზე მხოლოდ 4456 დარეგისტრირდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ ევროპის რიგი ქვეყნები ასტრაზენეკას ვაქცინას შეაჩერებდნენ, ეკლესია ამბობდა, რომ მისი პოზიცია იქნებოდა ნეიტრალური, მაგრამ ორი დღის წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრი ჯაღმაიძემ ბრძანა:

“მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“

„ფაქტია, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა კონკრეტული ვაქცინის გამოყენება” – ანდრია ჯაღმაიძე

თეგები: ამირან გამყრელიძესაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved