• რეკლამა
  • კონტაქტი
04:34, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაგროვილი ვალუტა და ლარი – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ალია ავტორი - ალია
13:47 11-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რასაც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სებ-ის სავალუტო ინტერვენციები აბალანსებდა. ამდენად, ამ მხრივ გაუფასურების დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არც ვალუტის მკვეთრ მიწოდებაზეა საუბარი. არადა, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაგროვილი სავალუტო ბუფერი მართალია არც სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ტოლფასია, მაგრამ არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორია.

ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? თიბისი კაპიტალის ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8 კურსს ითვალისწინებს, მცირედით მაგრამ მაინც შეიცვალა და ამჯერად საორიენტაციო ნიშნული უფრო სადღეისო, დაახლოებით 2.73-ით განისაზღვრება. ამასთან, ლოგიკური კითხვაა, თუ დაგროვილი სავალუტო ბუფერები მასშტაბურია და ასევე, თიბისის ოპერატიულ ინფორმაციასა და ოქტომბრის სავაჭრო ბალანსზე დაყრდნობით, წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, რატომ არ არის განახლებულ საბაზო სცენარში ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება? ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს. პირველი, დაგროვილი ვალუტის ბაზარზე მიწოდება ჯერ კიდევ არ ფიქსირდება. მეორე, მიწოდების შემთხვევაშიც, სებ-ის სავალუტო რეზერვების შევსება უფრო მეტად ალბათურია, ვიდრე ლარის მნიშვნელოვანი გამყარება. თავის მხრივ, ეს დაშვება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება. ოქტომბრის წლიური ინფლაცია მხოლოდ 0.3 პროცენტს შეადგენს და, ლარის მნიშვნელოვანი გამყარების შემთხვევაში, დეფლაცია სულ მცირე არაა გამორიცხული, რაც, მაღალი ინფლაციის მსგავსად, პოზიტიურ განვითარებად არ აღიქმება.

ასევე, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით, სადღეისოდ ლარი მის, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა და, შესაბამისად, დამატებით გამყარების არგუმენტები ამ მხრივაც არ არის. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, საერთაშორისო რეზერვების შევსებაც საკმაოდ წონადი არგუმენტია. რაც შეეხება ლარის სეზონურობას, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ბოლო წლებში სეზონური თავისებურება ნაკლებადაა გამოკვეთილი, რაც ბაზრის მონაწილეთა უფრო მეტი გათვითცნობიერებულობის და, შედეგად, ლარის ყიდვა-გაყიდვის კუთხით შესაბამისი ქცევით არის გამოწვეული. ამასთან, თავისთავად, როდესაც მხოლოდ აშშ დოლართან გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, არსებითია დოლარის სხვა ვალუტებთან გაცვლითი კურსის დინამიკაც. ამ მხრივ, საშუალოვადიან პერსპექტივაში დოლარის შედარებით დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია, თუმცა, ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში საწინააღმდეგო არგუმენტები უფრო გამოიკვეთა და, მეორე მხრივ, უფრო ახლო პერსპექტივაში დოლარის დასუსტება ნაკლებალბათურია.

სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია, რომ თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერში და ნოემბრის დასაწყისშიც ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის პროგნოზირების მოკლევადიანი ჩარჩოს მიხედვით, ოქტომბრის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 9%-ს შეადგენს, თუმცა, ამჯერად მინიმალური და მაქსიმალური ნიშნულის ამპლიტუდა შედარებით უფრო მაღალია.

ასევე აღსანიშნავია, რომ, ლარზე დამატებითი ზეწოლის მილევისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის კლების ფონზე, დეკემბრის შეხვედრისას სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება ამჟამად მეტადაა მოსალოდნელი, ნაცვლად ჩვენი ადრინდელი პროგნოზისა, რომელიც განაკვეთის 8%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვებას ითვალისწინებდა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved