მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია, 105 დაშავდა.
ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 65 მოქალაქე რჩება, მათგან 16 ბავშვია, დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ორი ბავშვია.
14 აგვისტოს საღამოს მახაჩყალის გარეუბანში ცეცხლი ავტოსერვისს გაუჩნდა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა და აფეთქებაც მოხდა.
ხანძრის ფართობი 600 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
დაღესტნის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით, მილიონ რუბლს მიიღებენ.
დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
კომენტარები