მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ სარკასტულ წერილს აქვეყნებს:
,,რუსთავის ციხის პრესსამსახურის მორიგი განცხადება
ჩვენს დაწესებულებაში განთავსებულმა პრეზიდენტის მოვალეობის ხელახლა შემსრულებელმა ბ.-მა მ. სააკაშვილმა ჩაატარა საქართველოს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ბურჭულაძის და სხვათა მონაწილეობით.
სხდომის შედეგად გადაწყდა შემდეგი:
1. დაევალოს ჯერ კიდევ გარეთ მყოფ კახი კალაძეს დაუყოვნებლივ გამოცხადდეს თავის ბუნებრივ ადგილას, საპყრობილეში და შეწყვიტოს მისთვის განკუთვნილი საკნის ბოიკოტირება.
2. დაევალოს კალაძეს, მის კუთვნილებაში მყოფი მიწების და სამშენებლო ნებართვების უკანონოდ მიცემის სანაცვლოდ, ქრთამად აღებული 978 ცალი ბინის დაუყოვნებლივ გაყიდვა, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის მიღებული ატკატის დამატება და ხელისუფლების შეცვლისთვის განკუთვნილი 1 მილიარდიანი ფონდის შევსება.
3. მოქალაქე კალაძეს გამოეყოს 48 საათი ბინების გასაყიდად და ასევე სოლარიუმის მოსასწრებად, ტუჩების სილიკონის შესავსებად და ბოტოქსის აუცილებელი ინექციების გასაკეთებლად. რის შემდეგაც დაევალოს დაუყოვნებლივ გამოემგზავროს რუსთავში, ნაციონალების დაწყებული და ქოცების არ დამთავრებული თბილისი რუსთავის გზატკეცილით და ადგილზე მოგვახსენოს დავალების შესრულება.
4. ამ ყველაფრის შემდეგ მოქ. კალაძე მიღებული იქნება რუსთავის ციხის კლუბის მუდმივ წევრად და ასევე შეყვანილი იქნება უშიშროების საბჭოს მოქმედ შემადგენლობაში.
ხელს აწერენ:
სხდომის თავმჯდომარე – მ. სააკაშვილი
სხდომის მდივანი – რომეო მიქაუტაძე”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა პირველი მსგავსი წერილი გამოაქვეყნა:
,,რუსთავის ციხის პრესცენტრის განცხადება
დღეს ჩვენს დაწესებულებაში პრეზიდენტის მოვალეობის ხელახლა შემსრულებელმა ბ.ნ.-მა სააკაშვილმა გამართა საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, სუს-ის ხელმძღვანელმა ლილუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ.
განიხილებოდა შემდეგი დღის წესრიგი:
1. მინისტრების, როგორც უშუალო შემსწრეების, მოხსენება ოლიგარქის დანაშაულებზე, მათ შორის მკვლელობებზე, მოწამვლებზე, ბიზნესის შევიწროვებაზე.
2. სიტუაცია ირანში
3. ციხიდან ერთობლივი გაღწევის გეგმის შემუშავება
4. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გადასაწყვეტად 1 მილიარდი ფონდის შექმნა
გაიცა დავალებები ჯერ კიდევ გარეთ მყოფ უშიშროების საბჭოს წევრზე – გომელაურზე.“














კომენტარები