ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ, რომლებიც დევნის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას – გარდაცვლილის დედა და ახლობლები:
“მოკვლას 20 წლიანი პატიმრობის მისჯა სჯობდა.”
მე არ ვამართლებ ამას, ხომ გააკეთა ეს, მაგრამ არა გულში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში დაეჭრათ, რაც სიკვდილს არ გამოიწვევდა. სად გაიქცეოდა ეს დაჭრილი, გამინადგურეს “, -თქვა გარდაცვლილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მამაკაცის ცხედარი გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროზე. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
კომენტარები