,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ვიფიქრეთო და პლასტმასის ბოთლების აკრძალვას 4 წლით ვაჩერებთო!
რატომღაც მგონია რომ ქვე–ყანა საურონის სიზმრებით იმართება, ასე მაგალითად:
დაესიზმრა იმ კაცს რომ გეპეიში სადოქტოროს დაცვა ჰქონდა და ლექტორებმა დასცინეს, გამოეღვიძა და დაურეკა “პრემიერს”, ესეც უარს როგორ შეჰკადრებდა და ბრძანა: გეპეის თსუ–სთან ვაერთიანებთო. მერე ხალხი აღშფოთდა და გადაიფიქრეს…
მერე მზეზე მაღალს დაესიზმრა, რომ ზვიგენისთვის საჭმელი უნდა ეჭმია და ისეთ საცობში მოხვდა რომ დააგვიანა… გამოეღვიძა და დაურეკა მანქანები შეამცირეთო…
შემდეგ დაესიზმრა რომ სადილზე ბორჯომის ბოთლი მოიყუდა და გადასცდა, გამოეღვიძა და უბრძანა აკრძალეთ პლასტმასის ბოთლებიო… ამანაც ახლავე მბრძანებელოო… მერე ბიზნესის წარმომადგენლები შეხვდნენ და გადააფიქრებინეს…
აბა რა უნდა ვიფიქროთ? უკეთესი აზრი თუ გაქვთ ბრძანეთ:.
















კომენტარები